მაკგრეგორმა დაასახელა ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც მას ოდესმე შეხვედრია

AutoSharing Option
ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვს თავის ყველაზე ძლიერ მეტოქედ არ თვლის.

კონორს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ვინ იყო ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც მას ოქტაგონზე შეხვედრია.

ირლანდიელმა ნეიტ დიაზი დაასახელა.

მაკგრეგორი და დიაზი ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2016 წლის მარტში ნეიტმა ადრეული გამარჯვება მოიპოვა, რითაც ირლანდიელს UFC-ში პირველი მარცხი აგემა. ეს შეხვედრა საღამოს საუკეთესო ბრძოლად აღიარეს.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ის იმავე წლის აგვისტოში გაიმართა, სადაც მაკგრეგორმა ქულებით იმარჯვა.

წყარო - sport.ru

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული