მაკგრეგორი ნურმაგომედოვს ისევ დასცინის

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა ლეკ ხაბიბ ნურმაგომედოვს კიდევ ერთხელ დასცინა, ამჯერად YouTube-არხ The MacLife-თან საუბრის დროს.

"ხაბიბი სპილოსავით გამოიყურება. ახლა ის პატარა მსუქან სპილოს ჰგავს, რომელსაც დრო თავის გემოზე გაჰყავს და სიამოვნებასაც იღებს.

მგონია, რომ გეიჯისთან 24 ოქტომბერს გამართული ბრძოლის წინ წონა არ "ჩაუბარებია". მისი მასა ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა და აწონვის პროცედურაც საეჭვო ჩანდა.

საერთოდ, ტონისთან გახსოვთ, რა გააკეთა? როგორ შეეძლო ასე მოქცეულიყო და ეს შეხვედრა ჩაეშალა? სატიტულო ორთაბრძოლა დაგინიშნეს, შენ კი უბრალოდ იმალები. ეს მისი მიდგომაა და
ყოველთვის წარმატებულად იყენებს ხოლმე", - თქვა კონორმა.

ამ ეტაპზე ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის საუკეთესო მებრძოლია და რეიტინგსაც ლიდერობს. კონორი ამ რეიტინგში მე-12 გახლავთ. ხოლო მსუბუქ წონაში, რომელსაც, ცხადია, სათავეში ხაბიბი უდგას, კონორი მე-4 პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხაბიბი კარგი პროექტია და არა ნადვილი მებრძოლი როგორც ბევრი ხვა. წონას არ იცვლის, არ ადის ზევით!!!
გიო
16:01 14-01-2021
21
არც უნდა,რომ შეიცვალოს. ერთი წონაა მიდი და წაართვი თუ მაგარი ხარ.ტვინით ხაბიბი საერთოდ არ მომწონს მაგრამ მაგის საქმე ჩხუბია და კარგათაც გამოსდიოდა. მოსაწყენი კია სულ ჭიდაობს, ეგ და მეივეზერი ერთი ერთში არიან.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული