ეს ის კონორი აღარაა - მეტოქემ მაკგრეგორი ოქტაგონზე "დააძინა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 იანვარს, UFC-ის 257-ე ღონისძიებაზე მთავარი შეხვედრა ამერიკელ დასტინ პორიესა და ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შორის გაიმართა. 

ბრძოლას გულშემატკივრები დიდი მოლოდინით ელოდნენ და შეიძლება ითქვამს ყველაფერმა გაამართლა.

პირველი რაუნდი კონორმა მოიგო. თითქოს ირლანდიელი უკეთ გამოიყურებოდა და კარგადაც დაიწყო.

მაგრამ მეორე რაუნდში დასტინმა რამდენიმე შესანიშნავი დარტყმა შეასრულა და მაკგრეგორი დაეცა, მსაჯმა კი შეხვერა შეაჩერა.  პორიემ ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. 

მბრძოლები პირველად 2014 წელს შეხვდნენ, მაშინ კონორმა პირველივე რაუნდში გაიმარჯვა.

altსაჩუქარი როგორც ასეთი! პორიემ კონორს წონის ჩაბარების შემდეგ საწებელა აჩუქა[VIDEO]


altესეც ასე! ირლანდიული

სიმღერა აბუ-დაბიში აჟღერდება[VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ მაკგრეგორმა შეეშვას ქედმაღლობას ეგ ღუპავს მაგას. ყველას ზემოდან, რომ უყურებს და თავი ძლეთამძლე გონია. საერთოდ დაკვირვებული ვარ, ნებისმიერ სპორტის სახეობაში, სპორცმენი როცა ბაქი-ბუქობს და რაღაც სულელური ილეთებით ვითომ მეტოქის დაშინებას ცდილობს, ესეთების საქმე ბოლოს, ყოველთვის დამარცხებით მთავრდება. სპორტს უყვარს გაწონასწორებული და თავმდაბალი ადამიანები.
1
მაკგრეგორი ისეთი აგრესიული აღარ იყო,რაც ადრე.მგონი,ძველი ბრძოლის შთაბეჭდილების ქვეშ იყო,პირველივე რაუნდში ადვილად რომ მოიგო და თანაც,სპორტიდან ამდენი წასვლა დაბრუნებით,ცოტა ფორმაც დაკარგა.პორიემ,ზედიზედ ორი ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა და ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.შესაძლებელი იყო,სხვანაირი შედეგიც დამდგარიყო.რატომღაც მგონია,რომ მათ შორის მესამე ბრძოლაც შედგება და ეს ბრძოლა,კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
სოსო
14:21 24-01-2021
3

სიახლეები პოპულარული