გუშინ UFC-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, მერაბ დვალიშვილმა თავის წონით კატეგორიაში მე-11 პოზიციიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს სიახლე, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმით იყო გამოწვეული და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
დღეს კი ქართველმა მებრძოლმა მე-11 ადგილიდან მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც უკვე ოფიციალური ინფორმაციაა.
ამრიგად, მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე თავიანთ წონით კატეგორიაში მე-10 ადგილს დაიკავებენ.
უმაღლესი რეიტინგი UFC-ში ქართველთა შორის! დვალიშვილმა ჭიკაძის მიღწევა გააუმჯობესა!
პირველი ქართველი UFC-ის ტოპ 10-ში