ხაბიბის შემდეგ UFC-ის მსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 262-ე ღონისძიებაზე მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირამ მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შემდეგ ამ დივიზიონის პირველი ჩემპიონი გახდა.

პირველი რაუნდი ამერიკელმა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თეიქდაუნი გაუშვა და ბრაზილიელი მის "მოგუდვას" ცდილობდა. მაიკლმა წაგებული პოზიიდან გამოსვლა შეძლო და ბრძოლის გაკონტროლებაც მოახერხა.

მეორე რაუნდის დასაწყისში კი ოლივეირამ მარცხენათი ძლიერად მოარტყა მეტოქეს და მალე დაანოკაუტა კიდეც.

"ჰეი, დეინა, გჯეროდეს ჩემი! ტონი ფერგიუსონთან მოსამზადებლად 20 დღე მომეცი
და "კუკუისთან" ის მოვახერხე, რასაც ჩემგან არავინ ელოდა.

ახლა Bellator-ის მონსტრი მომეცი და ვთქვი, რომ მის ნოკაუტში გაგზავნას ვაპირებდი. მოვედი და ეს გავაკეთე.

11 წლის წინ მგლებს შორის ბიჭუნა ვიყავი. ახლა კი მგლებს შორის მგელი ვარ!

მე ფაველა ვარ, რომელმაც საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს თქვა,"- განაცხადა ოლივეირამ ბრძოლის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლივეირა ეს ის შემთხვევაა გრანადამ რომ ბარსას მოუგო )) მოპარული ჟეშტივით გათრია პირველ რაუნდში.... პროფესიინალიზმი დააკლდა ჩენდლერს ასე გათამამება არ შეიძლება...რევანში თუ შედგა შანსი არ გექნება
რომა
15:55 16-05-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული