ხაბიბის ბიძაშვილმა დვალიშვილი გამოიწვია

AutoSharing Option
UFC-ის 266-ე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაეში დაამარცხა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა.

რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველმა მებრძოლმა 1-ელ რაუნდში სერიოზული დარტყმა გადაიტანა, შემდეგ კი სადავეები ხელთ იგდო და მორიგი გამარჯვებაც იზეიმა.

დაპირისპირების შემდეგ ჩეჩენმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა (ხაბიბის ბიძაშვილმა) იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც ის ქართველს შეერკინება.

"თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ" - ციტირებს უმარის სიტყვებს UFC Russia.

ნურმაგომედოვმა UFC-ის ეგიდით ერთადერთი ორთაბრძოლა გამართა - 2021 წლის 20 იანვარს სერგეი მოროზოვი მეორე რაუნდში
მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაან ადრე მოუვიდა მაგას. ჯერ დვალიშვილის დონეზე ავიდეს და მერე გამოიწვიოს.მაგრამ ქართველზე ბოღმას რას უზამ)
Guguli
29 სექტემბერი 2021 00:42
1
მიდი რა გთხოვ გააპე ეგ ჩეჩენი არის თუ დაღესტანელიიი.
ზურა
28 სექტემბერი 2021 19:06
1
ვიღაც რუსი ხაბიბას დვალიშვილი გააპობს შუაზე…
wartvelk
28 სექტემბერი 2021 14:08
1
არასოდეს მყვარებია კრივი. დღეს მე შევხედე მერაბ დვალიშვილის მიერ ჩადენილ გმირობას, მის ვაჟკაცობას!
....
28 სექტემბერი 2021 12:16
1
მერაბი უმარს დაამარცხებს. ამას წყალი არ გაუვა. კითხვა იმაშია თუ რაში სჭირდება ერთადერთ ორთაბრძოლაში მონაწილე უმარს მერაბის გამოწვევა? ეს თავისებური სპარინგ ბრძოლა იქნება რომ სინამდვილეში ჰაბიბმა უკეთ შეისწავლოს მერაბის შესაძლებლობები რათა დაგეგმოს შეხვდეს თუ არა მერაბს მომავალში. პლუს, არაა გამორიცხული რაღაც პოლიტიკურიც იყოს
ჰმმმმ.....
28 სექტემბერი 2021 08:01
11
პირველად ეგ რო გავიგე გამიხარდა რატომღაც ჩავთვალე რომ მერაბის კარიერისთვის კარგი იქნებოდა მაგრამ რომ დავფიქრდი ჩვენს ლომს რაში სჭირდება ნურმაგომედოვი? მერაბს ტოპ ათეულიდან სჭირდება ეხლა ვინმე. ორ წელიწადში ტიპმა ერთი ბრძოლა გამართა და უკვე მერაბი?? კიდე ხომარ უნდა რამე )
buba
27 სექტემბერი 2021 20:01
0
Magari sayurebeli ikneba tu shedga brdzola
Kutaisi
27 სექტემბერი 2021 19:41
28
უმარი დაღესტნელია და არა ჩეჩენი.მერაბის ინტერესებში არ შედის უმართან ბრძოლა,რადგან ტოპ 15-შიც არ შედის.მერაბი კიდე ამ ბრძოლის მერე ტოპ 5-ში შევა.ისე ბრძოლა რო შედგეს მერაბს შანსი არა აქვს.
გიორგი
27 სექტემბერი 2021 18:30
38
მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა და უკვე მერაბთან?რა თქმა უნდა არასერიოზული და საპიარო გამოწვევაა.მერაბი ახლა უკვე მოწინავე ექვსეულის წევრებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.
სოსო
27 სექტემბერი 2021 15:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული