ხაბიბის ბიძაშვილმა დვალიშვილი გამოიწვია

AutoSharing Option
UFC-ის 266-ე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაეში დაამარცხა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა.

რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველმა მებრძოლმა 1-ელ რაუნდში სერიოზული დარტყმა გადაიტანა, შემდეგ კი სადავეები ხელთ იგდო და მორიგი გამარჯვებაც იზეიმა.

დაპირისპირების შემდეგ ჩეჩენმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა (ხაბიბის ბიძაშვილმა) იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც ის ქართველს შეერკინება.

"თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ" - ციტირებს უმარის სიტყვებს UFC Russia.

ნურმაგომედოვმა UFC-ის ეგიდით ერთადერთი ორთაბრძოლა გამართა - 2021 წლის 20 იანვარს სერგეი მოროზოვი მეორე რაუნდში
მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაან ადრე მოუვიდა მაგას. ჯერ დვალიშვილის დონეზე ავიდეს და მერე გამოიწვიოს.მაგრამ ქართველზე ბოღმას რას უზამ)
Guguli
00:42 29-09-2021
1
მიდი რა გთხოვ გააპე ეგ ჩეჩენი არის თუ დაღესტანელიიი.
ზურა
19:06 28-09-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული