ყოფილი ნარკომოვაჭრე და მებრძოლი, რომელმაც მეტოქე ოქტაგონზე პირველივე წუთზე ჰაერიდან დააძინა [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ კვირას იტალიაში Golden Cage 4-ის ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ადგილობრივმა უოლტერ პულიზმა მიიღო. ათლეტი მეტად ცნობილი არა საბრძოლო შედეგებით, არამედ მისი ვიზუალითა და ისტორიითაა - მანამ, სანამ 18 წლის გახდებოდა, 2-ჯერ ნარკოტიკის გასაღების გამო დააკავეს, დღეს კი მთელი სხეული მოხატული აქვს, რითაც საკმაოდ უცნაურ იერს იღებს, ამავდროულად კი, საკმაოდ კარგადაც ჩხუბობს.

ვიდეოში შეხვდებით მომენტს, როდესაც მებრძოლმა მეტოქე ოქტაგონზევე გაანადგურა მას შემდეგ, რაც მსაჯმა ათლეტებს ნიშანი მისცა, რომ ორთაბრძოლა დაიწყო. ლინიკი მეტოქისკენ ხელის ჩამოსართმევად დაიძრა, თუმცა იტალიელი, არც მეტი, არც
ნაკლები, პირდაპირ შეახტა და სახეში მუხლი ჩაარტყა, შემდეგ კი დაგდებულსაც არ დააკლო და დაპირისპირება პირველსავე წუთზე დაასრულა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ კომენტარი დამარცხებულმა გააკეთა:

"როდესაც მისასალმებლად ხელს აწევ, გინდა, რომ მეტოქემაც იმავეთი გიპასუხოს... თუმცა ეს ყველაფერი მისი ბრალი არ იყო, სინამდვილეში მე დავაშავე, რადგან ყველაფრისთვის მზად უნდა იყო" - განაცხადა ათლეტმა.

რა თქმა უნდა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, თუმცა იტალიელის საქციელი, ალბათ, ნაკლებად მოსაწონია.

მომზადებულია championat-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული