მაკგრეგორი VS ხაბიბი? სავარაუდოდ, ათლეტები ამჯერად სხვა რანგში დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
2022 წლის მარტში, საერთაშორისო საბრძოლო კვირეულის ფარგლებში, ბაჰრეინი MMA-ს სუპერთასს (BRAVE CF-ის რეკლამიდან) მასპინძლობს.

ტურნირში მონაწილეობას 8 ნაკრები მიიღებს, მათ შორის, რუსეთიც და ირლანდიაც. დიდი ალბათობით, თანამემამულე ახალგაზრდებს მწვრთნელის რანგში ხაბიბ ნურმაგომედოვი (რუსეთი) და კონორ მაკგრეგორი (ირლანდია) დაეხმარებიან.

MMA-ს სუპერთასის საპრიზო ფონდი 100 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. თითოეული ქვეყნიდან მონაწილეობას 9 ათლეტი მიიღებს, უფრო კონკრეტულად, 7 ბიჭი და 2 გოგონა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული