გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის შეხვედრა სულ უფრო და უფრო ახლოვდება და ტემპერატურაც ნელ-ნელა პიკს აღწევს. ამერიკელმა ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლმა ხსენებულ დაპირისპირებაზე dazn-თან ისაუბრა:
"ნებისმიერ დროს, როდესაც დივიზიონის საუკეთესო მებრძოლთან შერკინების საშუალებას იღებ, რაღაცას აუცილებლად სწავლობ. როდესაც ოქტაგონზე მსგავსი კალიბრის ათლეტის პირისპირ დგახარ, მის კალიბრს (დონეს) გრძნობ. ნებისმიერ წონაში საუკეთესო 5 მებრძოლი სხვებისგან განსხვავებულია, რადგან ხვდები მონაწილეებს, რომლებიც რეიტინგის ამაღლებისთვის იბრძვიან, შენ კი მათ შესაძლებლობებს გრძნობ.
ვნახოთ, გიგა რა დონეზეა, ამის გარკვევის შესაძლებლობა მოგვეცა. საბრძოლი ინტელექტი მნიშვნელოვანი და შესაძლოა, გარდამტეხიც აღმოჩნდეს. ზუსტად ვიცი, რომ ის ჩემს თავში არის" - განაცხადა კელვინმა.
ამერიკელმა მებრძოლმა ისიც თქვა, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, შეხვედრა მისთვის მარტივი გამოდგება.
"სრულყოფილ სამყაროში მე მას ტექნიკით და ტვინით ვაჯობებ. მოკლედ, რომ გითხრათ, მარტივი საღამო გამოვა. ნამდვილი ბონუსი კი ოქტაგონის ჯანმრთელად დატოვება იქნება".
შეგახსენებთ, გიგასა და კელვინის დაპირისპირება 16 იანვარს გაიმართება.
მომზადებულია dazn-ის მიხედვით