მოგეხსენებათ, გუშინ, 12 იანვარს, მოვსარ ევლოევი ილია თოფურიასთან ბრძოლიდან ჩაეხსნა. როგორც მოგვიანებით დაიწერა, მიზეზი კოვიდ 19 გახლავთ.
ქართველმა ათლეტმა ახალი მეტოქის ძიება დაიწყო და გუშინვე საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დენ აგეს მიმართა. არ გამოვიდა ვეტერან მებრძოლთან შეხვედრა, თუმცა კანადელმა ჩარლზ ჟორდენმა ილიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა: "საქმეში ვარ" - წერს მებრძოლი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.
შეგახსენებთ, ჩარლზმა ბოლოს გასული წლის 19 დეკემბერს იბრძოლა, ხოლო ილიამ 2021 წლის 11 ივლისს რაიან ჰოლი დაამარცხა.