კატარმა ჭიკაძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეხვედრა 5 რაუნდს გაგრძელდა, როგორც მოსალოდნელი იყო დაპირისპირება მძიმე გამოდგა და ორივე ათლეტმა წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა.

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს - კატარმა 418 დარტყმა სცადა, საიდანაც 157 (37.6%) ზუსტი გამოვიდა, გიგას 148 მცდელობიდან მიზანს 129-მ მიაღწია. ჩვენებურს ამერიკელის წაქცევა (takedown) არ უცდია, კელვინს 7 მცდელობიდან 2 გამოუვიდა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კელვინმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ გიგა ჭიკაძე ის მებრძოლი ნამდვილად იყო, რომელთანაც
გამოცადა იყო თუ არა და იმსახურებდა თუ არა ადგილს წონის ლიდერებში.

გთავაზობთ შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 32 /
ჩვენ ყველანი მისი გულშემატკივრები ვართ და მისი გამრჯვება გაგვიხარდებოდა!.. მაგრამ საყვედურები სამართლიანია: ამას ვუზამ და იმას ვუზამით შეიძლება ვინმე ახალბედას ფსიქიკაზე იმოქმედო, თორემ ოქტაგონზე გამოჯეკილ მოწინააღმდეგეს მაგით მხოლოდ აგრესიას თუ მოუმატებ შენს წინააღმდეგ!.. მაკგრეგორის ტინგიცობები ნამდვილად არ მგონია მისაბაძი! ქცევის ჯენტლმენური მანერით, გასაოცარი თავმდაბლობით, ყველაზე სანიმუშოდ მიმაჩნია ფიოდორ ემელიანენკო, რომელიც იმავდროულად იყო ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი: 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი ММАმძიმე წონაში, Pride FC ვერსიით, 2-გზის - RINGS ვერსიით, 2-გზის — WAMMA -ს ვერსიით, მსოფლიოს 4-გზის და რუსეთის 9-გზის ჩემპიონი საბრძოლო სამბოში!..დადგებოდა მოწინააღმდეგის პირისპირ თავდახრილი; თვალს თვალში რომ გაუყრიან და მზერით გატეხვაში რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ეს სახეშიც არ შეხედავდა: იდგა, როგორც სამუშაოდ მოსული კაცი!.. დაამთავრებდა "სამუშაოს" და კი არ ხტუნაობდა და მალაყებს კი არ გადადიოდა სიხარულისაგან, ოდნავი ღიმილი თუ გაუკრთებოდა სახეზე, ეგ იყო და ეგ!
უცხო კაცი
16 იანვარი 2022 11:07
1
გაყიდეს რა მსაჯებმა!!! :) ნუ ეს ხუმრობით, რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას გიგამ ეს ბრძოლა ბრძოლამდე წააგო თავის თავზე უაზრო და ზედმეტად გადაფასებული წარმოდგენის გამო. ერთის მხრივ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა დაანარცხეს ციდან მიწაზე, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მეტად კონცენტრირებული იქნება და ბევრად ძლიერიც დაბრუნდება.
აი მას შემდეგ რაც შეეცდომებს გაანალიზებს , ნაკლებს იტრხაბახებს მეტს ივარჯიშებს კარდიოზე, გრეპლინგზე და სხვა მინუსებზე ამის შემდეგ უკვე რეალურად შეიძლება ჩაითვალოს ქამრის მოპოვების კანდიდატად!!!

წარმატებები გიგა შენ ჩემპიონობა შეგიძლია!!!
Buka
16 იანვარი 2022 11:24
1
ეეეე გიგა რა ქენი ეს? არასწორად დაგეგმილი და წარმართული ბრძოლა იყო. ფაქტიურად იბოქსავა მთელი 6რაუნდი აყვა მის ბრძოლაში და იასნია წააგებდა თავის უპირატესობა და პლიუსები არ გამოიყენა... საწყენი იყო წაგება მაგრამ ვაღიაროთ არაა გიგა საჩემპიონოდ მზად ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე რომ ჭიდაობა არ იცის... ბოქსი არ იცის.. მარტო კარატით ბრუსლი იგებდა. როცა მაგ ორგანიზაციაში ხარ კარატე და ჭიდაობა სისხლში უნდა გქონდეს გამჯდარი.. დგომში ბევრი მოუგებდა ჰაბიბას მაგრამ ჭიდაობაში გუდავდა ხალხს... მხოლოდ კარატით ფონს ვერ გავა საჩემპიონო რბოლაში. თოფურია ტყუილად კიარ ვარჯიშობდა მოჭიდავეებთან. არუნდა აყვე ბოქსიორს ბოქსში თვითმკვლელობის ტოლფასია!!!
რონი
16 იანვარი 2022 08:15
0
კლასი არაფერ შუაშია პირველ რაუნდში გიგას უპირატესობა იყო და მასეც გაგრძელდებოდა ამ ბიჭმა ციტა ჭიდაობა რომ ქობდეს და დიხანია. 3რაუნდის ბოლოს ფეხზე ვეღარ იდგა. დვალიშვილის კარდიო რომ ქონდეს სხვა თემაა
Gordzilas
17 იანვარი 2022 13:10
0
ჭიდაობა და ბოქსი კი არა კლასით მოუგო იმან. დანა უაითმა თქვა ყველაზე სწორი აი იმ იდაყვით დაიწყო ყველაფერი. იდაყვი არც ჭიდაობაა არც ბოქსი, მარა მერე დაიწყო იმან ბოქსი. შენ კიდე ბოქსიორს რომ ეჩხუბები და ბოქსიორი რომ არ ხარ მაგ დროს უნდა იხმარო წიხლი. წიხლით უნდა მოიყვანო აზრზე, მარა არ ქნა ამან. არც წიხლია ჭიდაობა ან ბოქსი, უბრალოდ მხეცი უნდა იყო ცხოველი ცოტა. კაი ბიჭია გიგა მარა ცოტა მეტი აგრესია და ან წიხლი ისწავლოს ან ბოქსი
Godzila
17 იანვარი 2022 03:10
2
შედეგი ხან წაგებაა ხანაც მოგება. მთავარია მებრძოლია, სპორტსმენია, კეთილია, ჯიგარია. ორმაგი შემართებით დღეიდანვე გიგა
გია
16 იანვარი 2022 10:45
1
ადრე იძახდა კატარს თუ შევხვდი მთელ ბრძოლას ფეხით გავმართავო და რა ბოქსი გაუჩაღა? ბევრს ლაპარაკობდა გიგა იმედია ჭკუას ისწავლის ბრუსლამდე ბევრი უკლია ბოლოს გადარჩა აქეთ როარ ჩანოკაუტდა. ვოლკონაოვსკამდე დიდი გზაა მეგობარო ასე მალე არ მიიღწევა ეგ. მეტი შრომა და მეტი ფიქრი გმართებს.
გუგა
16 იანვარი 2022 09:24
4
ფიზიკაში აჯობა და გამოცდილებით. არაუშავს, მადლობა გიგას ბოლომდე ბრძოლისთვის. წარმატებები მომავალში
rable
16 იანვარი 2022 08:59
0
კომენტარები ძალიან მომწონს, აბა რაა, ახლა სჭირდება მას გვერდით დგომა და გამხნევება. არა უშავს გიგა, ზოგჯერ წაგება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოგება, გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებს. იმედია სწორ დასკვნებს გამოიტან და საშენოდ გამოიყენებ ამ ყველაფერს. წარმატებები ძამიკო.
t
16 იანვარი 2022 14:11
2
ცუდი არ იყო გიგა უბრალოდ კელვინმა ბრძოლის სტილით აჯობა მუდმივად შეტევაში იყო. კელვინს ქულებით მოუგო რთულია რადგან მეტს ყოველთვის ის დაგარტყამს. გიგას შანსი მტკივნეული ან ნოკაუტი იყო რაც კარგად გამოდის თუმცა დღეს ვერ შეძლო. არაუშავს გიგა ჩვენ შენი გვჯერა ცოტა შვება ვიგრძენი ქულებით რო წააგო და არა დაფინიშებით
ქართველი
16 იანვარი 2022 12:42
1
აკი საავადმყოფოში გავგავნიო? რა საჭიროა ამდენი ბაქი ბიჭი. კონორ მაკგრეგორს რას ჰბაქავთ? მას ეკუთვნის და უხდება კიდეც ორთაბრძოლის წინ აჟიოტაჟის ატეხვა და ცერემონიის გამართვა. მეტი შრომა და ნაკლები ლაპარაკი. ენით ვერავის ვერ გატეხა ფსიქოლოგიურად და ვერც დაააშინებ.
Gio
16 იანვარი 2022 09:02
5
ნუ რას იზავ. აშკარად სჯობდა კატარი
დავით 67
16 იანვარი 2022 08:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული