
UFC-ის საშუალო წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა ორგანიზაციის ისტორიაში 5 საუკეთესო მძიმე წონის მებრძოლი გამოარჩია.
ინგლისელის რეიტინგში მე-5 ადგილი ფაბრისიო ვერდუმმა დაიკავა, მე-4 პოზიციაზე მაიკლმა რენდი კუტიური გაიყვანა და მისი მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებშიც აღნიშნა (მოჭიდავე), ასევე - ტიტულები როგორც ნახევრად მძიმე, ისე მძიმე წონით კატეგორიაში.
ბისპინგის სიაში მესამე ადგილზე ჯუნიორ დოს სანტოსი გავიდა, მე-2 პოზიცია კეინ ველასკესმა დაიკავა, ხოლო საუკეთესოდ სტიპე მიოჩიჩი დაასახელა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით