"ეგონა, რომ მამაჩემის თვალწინ გამთიშავდა?.." - ხაბიბმა ყველაზე მძიმე ბრძოლა გაიხსენა

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა გაიხსენა მომენტი, როდესაც ამერიკელ დასტინ პორიესთან კინაღამ დამარცხდა.

"ვნახე, თუ როგორ ნერვიულობდა მამაჩემი დასტინთან დაპირისპირებამდე. ეს 2019 წელს იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მან მირჩია, გავყოლოდი საკუთარ გეგმას და მუდმივად კონცენტრირებული ვყოფილიყავი. ბრძოლის დროს მამას ახლოს ვხედავდი და როდესაც პორიემ ჩემი გაგუდვა სცადა, თავი ავწიე და პირდაპირ მამას გასწვრივ აღმოვჩნდი. ვფიქრობდი, რომ დასტინი შეიშალა. მართლა ეგონა, რომ მამაჩემის თვალწინ გამთიშავდა?

სხვათა შორის, ბრძოლამდე გასახდელში ისლამ მახაჩევს (მებრძოლს) ვუთხარი, რომ ამერიკელს (გილიოტინა) უყვარდა. მაშინ გადავწყვიტე,
რომ გამერისკა და ყელი მიმეცა, შემდეგ კი გამომეცურებინა, რადგან ამ ტექნიკის გამოყენება დიდ ენერგიას მოითხოვს" - განაცხადა ხაბიბმა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული