"ლეგენდასთან ჩხუბი ჩემთვის დიდი პატივია..." - მერაბი ბრაზილიელ ექსჩემპიონს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
გუშინ, 16 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-ის 278-ე ღონისძიებაზე ქართველი მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება.

მერაბი ამ ბრძოლის ჩანიშვნას საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა:

"ახლა უკვე ოფიციალურად! ლეგენდასთან ჩხუბი ჩემთვის დიდი პატივია. კონტრაქტს ხელი უკვე ოფიციალურად მოვაწერე".

მერაბს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად ფრენკი საენსთან და რიკი სიმონთან დამარცხდა, ამის შემდეგ კი ზედიზედ 7 ორთაბრძოლა თავის სასიკეთოდ დაასრულა, დაამარცხა: ტერიონ უეარი, ბრედ კატონა, კესი კენი, გუსტავო ლოპეზი, ჯონ დოდსონი, კოდი სტამანი და მარლონ მორაესი.

თავის მხრივ, ალდო UFC-ის ყოფილი
ჩემპიონია, კარიერაში 38 ბრძოლა გამართა, საიდანაც 31-ში იმარჯვა.

მერაბი და ჟოზე ერთმანეთს 20 აგვისტოს შეხვდებიან.

სტატისტიკა აღებულია ufcstats-ის გვერდიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული