14:26 23-10-2022
ხამზატსა და ხაბიბს ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ - ჩიმაევმა ნურმაგომედოვის ბიძაშვილს დაარტყა [VIDEO]
AutoSharing Option
მთავარ ჩხუბში ისლამ მახაჩევმა ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის ტიტულს დაეუფლა. ისლამის საოქტაგონე სიტყვის თქმის პარალელურად, ხამზატ ჩიმაევი დარბაზის დატოვებას აპირებდა, როცა აბუბაქარს ჩაუარა. ნურმაგომედოვმა ჩიმაევის თანმხლებ პირს (რამზან კადიროვის ვაჟს) რაღაც უთხრა, რაზე ხამზატი მობრუნდა. მებრძოლებმა ჯერ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მცირე დიალოგის შემდეგ კი ჩეჩენმა დაღესტნელს დაარტყა. ისინი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გააშველეს, განსაკუთრებით ჩიმაევის დამშვიდება გაუჭირდათ...
დარბაზში გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ კონფრონტაციის მიმდინარეობისას ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონის ღობეზე აძვრა და კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში მასში ჩასართავად მზად იყო.
ხაბიბსა და ხამზატს შორის არსებული ურთიერთობა კარგისგან ძალიან შორსაა. ამას ისიც დაემატა, რომ "არწივის" ახალმა მოსწავლე ბელალ მუჰამედმა შონ ბრეიდის დამარცხების შემდეგ საჩხუბრად ჩიმაევი გამოიწვია, ხოლო აბუბაქარ ნურმაგომედოვი სწორედ მის წონაში იბრძვის.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
უღირსი მონა ჩლენჩენი.