"2 წუთში დაგამტვრევ..." - ჩიმაევი ჩემპიონს ემუქრება

AutoSharing Option
ჩეჩნური წარმოშობის შვედი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი მეტოქეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ ერიდება. ამჯერად ათლეტი ქვესაშუალო წონის ჩემპიონს, კამარუ უსმანს მიადგა.

"წონის შეცვლას ცდილობ, სანამ მე შენამდე მოვალ? არ წახვიდე არსად, უკვე მოვდივარ. სიტყვაზე მენდე, 2 წუთში დაგამტვრევ. აქ მეფე მე ვარ" - წერს ხამზატი საკუთარ "ტვიტერის' გვერდზე.

შეგახსენებთ, ამ თვეში UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა თქვა, რომ უსმანის მომდევნო მეტოქე ლეონ ედვარდსი იქნება.

შვედი მებრძოლის ასეთი რეაქცია კი ნიგერიელი ათლეტის განცხადებას მოჰყვა, სადაც ამბობს:

"მინდა ისრაელ ადესანიას დივიზიონი (მსუბუქი) გამოვტოვო და ქვემძიმე წონით
კატეგორიაში იან ბლაჰოვიჩს შევებრძოლო".

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იზავს ჰამზატი მგელია
ლაშას მამა
19:03 29-01-2022
0

სიახლეები პოპულარული