ჩიმაევმა ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი დაასახელა

AutoSharing Option
UFC-ის საშუალო წონითი კატეგორიის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ხამზატ ჩიმაევმა MMA-ს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი დაასახელა.

ჩეჩნური ფესვების მქონე შვედის თქმით, ყველასგან გამორჩეული ათლეტი ჯონ ჯონსია.

"მე ჯონ ჯონსის დიდი გულშემატკივარი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ის ისტორიაში საუკეთესოა. ჯონს ვერავის შევადარებ, კარიერაში უამრავი წინმდგომი მონსტრი დაამარცხა" - განაცხადა ჩიმაევმა.

შეგახსენებთ, ხამზატი ორგანიზაციაში მომდევნო დაპირისპირებას 10 აპრილს, გილბერტ ბერნსის წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული