ხამზატსა და ხაბიბს ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ - ჩიმაევმა ნურმაგომედოვის ბიძაშვილს დაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 22 ოქტომბერს გამართულ UFC 280-ის მთავარი ბრძოლის შემდეგ ზემსუბუქი წონის მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილს, აბუბაქარ ნურმაგომედოვს დაარტყა.

მთავარ ჩხუბში ისლამ მახაჩევმა ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის ტიტულს დაეუფლა. ისლამის საოქტაგონე სიტყვის თქმის პარალელურად, ხამზატ ჩიმაევი დარბაზის დატოვებას აპირებდა, როცა აბუბაქარს ჩაუარა. ნურმაგომედოვმა ჩიმაევის თანმხლებ პირს (რამზან კადიროვის ვაჟს) რაღაც უთხრა, რაზე ხამზატი მობრუნდა. მებრძოლებმა ჯერ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მცირე დიალოგის შემდეგ კი ჩეჩენმა დაღესტნელს დაარტყა. ისინი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გააშველეს, განსაკუთრებით ჩიმაევის დამშვიდება გაუჭირდათ...

დარბაზში გადაღებული
კადრებიდან ჩანს, რომ კონფრონტაციის მიმდინარეობისას ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონის ღობეზე აძვრა და კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში მასში ჩასართავად მზად იყო.

ხაბიბსა და ხამზატს შორის არსებული ურთიერთობა კარგისგან ძალიან შორსაა. ამას ისიც დაემატა, რომ "არწივის" ახალმა მოსწავლე ბელალ მუჰამედმა შონ ბრეიდის დამარცხების შემდეგ საჩხუბრად ჩიმაევი გამოიწვია, ხოლო აბუბაქარ ნურმაგომედოვი სწორედ მის წონაში იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ჩიმაევი ომის გამო შვედეთში იყო დევნილი და ახლა კადიროვის მონა გახდა?
უღირსი მონა ჩლენჩენი.
009
23 ოქტომბერი 2022 20:35
8
მოსაბეზრებელია ეს დადგმული ჩხუბები და გაქაჩვა - გამოქაჩვები
gogi
23 ოქტომბერი 2022 17:20
3
რომ კითხო ამერიკას რამზან კადიროვის ძაღლიც კი სანქციებშია და რავიცი მაგის ვაჟი როგორ არის უფსში რაიმე სახით?! კლოუნადა..
ქართველი
23 ოქტომბერი 2022 15:37
2
ემრიატები როდის მერე არის ამერიკის შტატი?
009
23 ოქტომბერი 2022 20:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული