შეხვედრის წინ ქართველმა მებრძოლმა ჟურნალისტებთან მოწინააღმდეგის შესახებ ისაუბრა. მერაბის თქმით, იანი შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა კარგი ადამიანი არაა.
"პიოტრი დიდებული მებრძოლია, ყოფილი ჩემპიონია, ყველამ ვიცით, რომ ძლიერი და სახიფათოა, სუსტი წერტილები თითქმის არ გააჩნია, თავს შესანიშნავად იცავს და კარგი კარდიო აქვს.
რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა იქნება. იანი კარგი მეოჯახეა, მაგრამ თავმდაბალი ბიჭი არ არის და არც კარგი ადამიანია. რაც უნდა ძლიერი მებრძოლი იყო, პირველ რიგში, მთავარი ადამიანობაა", - განაცხადა დვალიშვილმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
"მინდა ხალხმა იცოდეს საიდან ვარ" - მერაბ დვალიშვილი UFC-ში უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ