პიოტრ იანმა მერაბს უპასუხა: "ეს ბრძოლაა, ჩვენი ქვეყნები ამაში არ უნდა ჩაერიონ"

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 12 მარტს მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეერკინება. აღნიშნული დაპირისპირების წინ მედიაში ორივე მებრძოლი ღიად საუბრობს. მერაბმა პირდაპირ განაცხადა, რომ პიოტრთან შეხვედრა მისთვის პირადი საქმეა.

"არაფერი პიროვნული, ჩვენი ქვეყნები ამაში არ უნდა ჩაერიონ. ეს ბრძოლაა, შეჯიბრებაა" - განაცხადა იანმა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოდი ჩვენც მოვიქცეთ დასტოინად როგორც აქ წერენ ოღონდ მას მერე რაც რუსეთს ტერიტორიებს წავართმევთ დავიბყრობთ და მონობაში გვეყოლებიან საუკუნის განმავლობაში და მერე როცა ბრძოლა შედგება ესე მშვიდად ვიტყვით ჩვენც ეს მხოლოდ ბრძოლაა და არაფერი პირადულითქო. )))
ზურა
15:28 10-03-2023
10
ყველა ქართველ სპორტსმენმა მამაო ჩვენოსავით უნდა გაითავისოს,რომ რუს დამპყრობელთან ერთი ერთზე ნებისმიერ სიტუაციში(სპორტულ შეჯიბრებაშიც),უნდა გადაახტეს თავის თავს,შეუძლებელი შეძლოს და გაიმარჯვოს,რასაც ამ ვაჟკაცს გულით ვუსურვებ...არ ამოგივიდათ ხალხნო ყელში ეს რუსები?!..გავიგოთ ერთი,სპორტიც პოლიტიკაა...დააკვირდით,როცა თურქი და ბერძენი ხვდება,ან ამერიკელი და
სერბი,ან არგენტინელი და ინგლისელი,ან ბრაზილიელი და პორტუგალიელი,რა თავგამოდებით ებრძვიან მეტოქეს,თითქოს ბრძოლის ველზე იყვნენ?! ლაშას მიერ დაგდებული პუტინის საყვარელი რუსი ძიუდოისტი მახსენდება,როგორ მოუწოდებდა ხალხს,წაეკითხა რა ქვეყნს შვილმა დააგდო!!! არგენტინელი ფეხბურთელი, ოსვალდო არდილესი ჩემს თაობას ეხსომება,ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტის გამო,უარს აცხადებდა ტოტენჰემში დაბრუნებაზე...ასეთ ხალხი რამდენიც გინდათ იმდენია. ნუთუ ცრემლი არ წამოგსვლიათ ჩვენი დროშის აღმართვაზე და ჩვენს ჰიმნზე,მეც იმ უამრავი ემიგრანტიდან ერთ-ერთი ვარ ყოველ ჩვენს წარმატებას რომ ვეფოფინებით და წარუმატებლობას გულში ვიკლავთ. არ მინდა,ისე გამიგოთ,ვინმეს უცხო მიწიდან ვმოძღვრავდე(ჩემი დაბრუნების მატარებელმა სამწუხაროდ უკვე ჩაიარა),გენაცვალეთ ყველას, წინ ჩემო საქართველო,წარმატებები მერაბ,გფარავდეს უფალი,წმინდა გიორგი იყოს შენი გზამკვლევი ამ ბრძოლაში და მრავალჟამიერ
Mr.Kostaia
19:23 10-03-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული