"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

AutoSharing Option
MMA-ს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი რო­მან დო­ლი­ძე ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, წერს რუ­სე­ბის შე­მოს­ვლასა და პრო­ტეს­ტის იმ ფორ­მა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ მი­მართ გა­მო­ხა­ტავს.

"მე ქარ­თვე­ლი ვარ! სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვი­დე­ქი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით! ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი­ცაა და მო­ვა­ლე­ო­ბაც! რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის ციებ-ცხე­ლე­ბი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვისტ წარ­მო­მად­გენ­ლებს ქარ­თუ­ლი დრო­შა წა­არ­თვეს და გა­თე­ლეს, მე პრო­ტეს­ტი გან­ვა­ცხა­დე. მა­შინ “ ნა­ცად” შემ­რა­ცხეს. რო­დე­საც ბუბა კი­კა­ბი­ძეს შევ­ხვდი, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ვა­ფა­სებ­დი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუ­სე­თი­სად­მი პრო­ტესტს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლა, მა­ში­ნაც “ნაცი” ვი­ყა­ვი.

რო­დე­საც ბა­თუ­მის
ქა­ო­სურ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რე და ვთქვი, ამ მხრივ დე­და­ქა­ლა­ქი შე­და­რე­ბით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ა­-მეთქი, კახა კა­ლა­ძის მა­ქე­ბე­ლი და “ქოცი”მე­ძა­ხეს.

ახლა, როცა ვხე­დავ ქარ­თველ კაცს, ქა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ერთ ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით და მე­ო­რე ხელ­ში “იდი ნა­...უი” პლა­კა­ტით და ვამ­ბობ, ხალხნო, თქვენ გვერ­დით ვარ და ვი­ზი­ა­რებ თქვენს პრო­ტესტს, მაგ­რამ არ და­ვეშ­ვათ ასე. მა­შინ ჩემი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი მო­ღა­ლა­ტედ მრა­ცხა­ვენ.

სი­მარ­თლეს ვე­ღარ ვხე­დავ. მე 2009 წელ­ს სას­წავ­ლებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი. წლე­ბი ვი­ცხოვ­რე იქ. უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ახ­ლაც უკ­რა­ი­ნა­ში იზ­რდე­ბა ჩემი შვი­ლი. ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი სახ­ლი და სამ­შობ­ლო მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოა. მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში შე­მეძ­ლო მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ მე იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, სა­ი­და­ნაც სამ­წუ­ხა­როდ, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე ფიქ­რობს და ოც­ნე­ბობს, მე კი დავ­ბრუნ­დი, დავ­ბრუნ­დი იმ იმე­დით და გან­ზრახ­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა­ი­მე სა­სი­კე­თო გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ჩემი სა­ქარ­თვე­ლოც შეც­ვლი­ლა...

მე არ ვარ არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­კუთ­რე­ბა! მეც მტკი­ვა ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის მავ­ნე პო­ლი­ტი­კა; მეც მახ­სოვს ის­ტო­რია, მახ­სოვს 9 აპ­რი­ლი, პატ­რი­ო­ტი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბა, 16 წლის თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძე, რო­მელ­მაც თავის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა. მახ­სოვს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე, და­უ­ჩო­ქე­ბე­ლი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლო!

ვგრძნობ, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბოლო ვი­დეოპოსტს, კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, მე ვუ­ჭერ ხალ­ხის ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს მხარს, მაგ­რამ არ მომ­წონს მისი გა­მო­ხატ­ვის ეს ფორ­მა. ერთი ადა­მი­ა­ნი რომ მე­ო­რეს დე­დას აგი­ნებს, მა­გი­ნე­ბელ­ზეც მე­ტყვე­ლებს. ვე­რა­გი მტ­რის სი­ძულ­ვილ­მა კულ­ტუ­რა არ უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს. მე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვარ, იმი­ტომ, რომ ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოა", - წერს რო­მან დო­ლი­ძე.

წყარო: Ambebi

altრომან დოლიძე: ჩემი საქციელის გამო მოწინააღმდეგეს ბოდიში მოვუხადე, მას კი არაფერი ახსოვს. თუ რამე აინტერესებთ დამელაპარაკონ


მკითხველის კომენტარები / 19 /
რომან!!მორალის კითხვა ადვილია,მაგრამ ეგ ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის ოჯახის წევრებსაც უთხარი!!!დაამშვიდებთ ნუგეშს მისცემს??!!
ქართველი ვაჟკაცი
27 აგვისტო 2023 00:32
0
კადიროვცი
*
26 აგვისტო 2023 19:52
0
ასე რო გიჟობენ ეს ნაცაქტივისტები, რატომ არ აპროტესტებენ მთავარ "მალიარკის და კვერცხმსროლელ" ლიაკა ხოშტარიას რუსულ რუბლებს? ეეხ რა დროს არ გვყვავს ავლიპი ზურაბიშვილი?
გოგა
03 აგვისტო 2023 20:11
5
გიგა ეს დურაკი ნაცები, აქეთ გააგიჟებდნენ ავლიპის!
გოჩა
03 აგვისტო 2023 21:06
3
საერთოდ ისეთმა ადამიანებმა, უნდა გააპროტესტონ ვის წარსულშიც, არ არის "შავი ლაქა". ნაც მოძრაობას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, აქციები ჩაუტაროს რუსეთის მოქალაქეებს, რადგანაც მაგათ დროს იყო: აგვისტოს ომიც, ტერიტორიების დაკარგვაც, სტრატეგიული ობიექტების გადაცემაც რუსეთზე და რაც მთავარია, ომის შემდეგ სააკაშვილი პურმარილით ლარსის გამშვებ პუნქთან იდგა და ესიყვარულებოდა რუსეთის მოქალაქეებს და უმტკიცებდა ძმობას და დობას! რაც შეეხება ბათუმის აქციას ეს უფრო გავდა ველურების აქციას, თავისი შუა თითის ჩვენებით, გინებით და ფსიქოზამდე მისული, შეშლილების თავშეყრას. (აქციას აკლდათ ზურა ჯაფარიძის უკანალებიც) ერთი სიტყვით ნაცების სახით, საქართველოს ყავს მაგარი შიდა მტერი, რომელიც კარგა მაგრა უსრულებს დავალებას: კელინ დეგნანებს, ასევე ჭკუასუსტ ევრო ნაც პარლამენტარებს და თეთრი სახლის ადმინისტრაციის კიზინგერებს!
რომან დოლიძეს, ყველა სიტყვაში ვეთანხმები!
03 აგვისტო 2023 19:15
5
გვეყო უკვე თავის მოტყუება,აგერ აფხაზმა ნაძირალამ ქართველი გოგო მოკლა,ჩვენ კი ჩვენს ძმებს ვეძახით აფხაზებს,რუსებს,ოსებს!! უფასოთ ვმკურნალობთ, რატომ ვიტყუებთ თავს??!!ასეთი უთავმოყვარეო ერად როგორ ვიქეცით??!!ჩვენი სისხლი და ხორცი აღარ გვაინტერესებს ჩვენ მტრებს ვგულშემატკივრობთ, კომფორტს ვუქმნით რომ უფრო მეტი დაგვხიცონ!!!!
გიორგი
03 აგვისტო 2023 17:55
0
რითი ვერ გაძეღით აფხაზებო და რუსებო ქართველების სისხლით?!
სოსო
03 აგვისტო 2023 20:20
0
არ გაიხარეთ რუსებო და აფხაზებო ამ გოგოს და ქართველების ცოდვით!!!
ნინო
03 აგვისტო 2023 18:47
1
ბევრისგან განსხვავებით გაწონასწორებული ფსიქიკის ადამიანი ყოფილა.
გიორგი
03 აგვისტო 2023 14:57
3
ბოდიში, ყველას შენსავით არ შეუძლია აზრის გამოტანა წაკითხულიდან და შენი დაძმის გამაუპატიურებელი და დამხოცავი რუსისთვის კუდის ქიცინი, შენ კი ბარაქალა, რომ ასე მშვიდად უყურებ ამას, ალბათ გიღირს ...
Xxx
03 აგვისტო 2023 22:23
0
და ასევე მხოლოდ შავ-თეთრ ფერებს არ ხედავს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების საქმეებში. არ არი დაბრმავებული რომელიმე პარტიის მიმართ ,,ბოჩოლას აღტკინებით" როგორც საქართველოს მოსახლეობის ბრბოდ ქცეული 85 %.
ქორ-პარიკმახერი
03 აგვისტო 2023 16:28
2
ისეთ განცხადებებს ნუ აკეთებთ თითქოს არაფერზე აღელვებულხართ.. პრობლემა მანდ იყო ის, რომ ეგ გემი შეიძინა რუსმა ბიზნესმენმა, რომელიც არის დასანქცირებული. მაგ გემის ჩვენთან შემოსვლით - ეროვნული საფრთხე იქნებოდა სანქციების ჩვენზე გაცემის. + ამას დაემატა ბორტზე მყოფი ტურისტების სიტუტუცე კომენტარები ! პ.ს. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა რომ რუსეთის დროშის ფერები გასდევდა კრუიზსს მთელს ზოლზე. და ამ ყველაფრის ფონზე როგორია აბა ემოციები შეიკავო ?
ilar10N YouTube
03 აგვისტო 2023 13:56
5
კაი კაცი. არც მე მომწონს, როცა პატრიოტობა მხოლოდ რუსეთის დედის გინებით იზომება და არა იმით, თუ შენ რას აკეთებ ქვეყნისთვის.
ჰაჰა
03 აგვისტო 2023 13:16
4
დოლიძეს ვეთანხმები.
მაგრამ ფრაზები "путин хуйло" და "Иди на хуй, русский корабль" ჩვეულებრივი და ნორმალური გახადეს თვითონ რუსებმა და პუტინმა. პუტინი ამ სახელით შევა ისტორიაში.
ქ. გ.
03 აგვისტო 2023 12:41
5
რუსისათვის ყოველ სიტყვაში გინების ჩართვა,ჩვეულებრივი ამბავია.ეგ არის მაგათი კულტურა(უკულტურობა) და ჩვენც მათ უნდა მივბაძოთ?სამწუხაროდ სწორედ იმ პარტიის მხარდამჭერთა ლექსიკონში,თანაც ქალების ჩათვლით,ძალიან მომრავლებულია ბილწსიტყვაობა,თანაც სახალხოდ და სხვას,ყველას რუსეთუმეს რომ უძახიან,იმასაც ვერ ხვდებიან,რომ სწორედ თვითონ არიან რუსული კულტურის მიმდევრები.საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში,ბიჭებს ვინმესთან საქმის გარჩევა რომ სურდათ,იმ ბიჭს,გვერდით გოგო,ან ქალი თუ მოსდევდა,ცუდად,ხმას არავინ გასცემდა,გაატარებდნენ და სხვა დროს დაელოდებოდნენ,მასთან შესახვედრად.საერთოდაც,გინება და ბილწსიტყვაობა,საქართველოში,არასოდეს ითვლებოდა კაიკაცობად.ქალებში მაგინებელს კი,ხშირად ამ გინების გულისთვისაც ხვდებოდა,ნეიტრალური ადამიანებისაგან.შენ ვიღაცას რომ აგინებ და იქ ქალებიც არიან,პირველ რიგში,შენ მათ აყენებ შეურაცხყოფას.
რომან დოლიძე რომ ვაჟკაცია,მაგას რა ფიციმტკიცი სჭირდება,მაგრამ ყოველმხრივ,ასე სწორად რომ უდგება საკითხს,ეს მიხარია ძალიან!ესე იგი,კარგი,ჭკვიანი ადამიანიც ყოფილა და პატრიოტიც!
აქამდე მას,მხოლოდ როგორც ქართველ სპორტსმენს,ისე გულვშემავტკივრობდი.ახლა კი,უკვე უფრო სხვა გულით ვიქნები, მის მხარეს!
სოსო
03 აგვისტო 2023 16:25
5
რისი თქმა გინდა ბოლო-ბოლო, ქართველებს საყვედურობს ფაშისტ რუსებს შუა თითი რომ უჩვენეს და არ მოინდომეს მათი შეურაცჰყოფის გატარება? და შენს ძმაკაცებს ალბათ უწონებ კადიროველ მებრძოლებთან მეგობრობას ამ დროს)
Xxx
03 აგვისტო 2023 12:30
11
გიორგის, დამპყრობელი ქვეყნის ფაშისტი წარმომადგენლების დაპყრობილ მიწაზე საპროვოკაციოდ ჩამოსვლის მერე პრობლემა თუ პროტესტის გამომხატველებთან აქვს და მაგას უძღვნის ამ სტატუსს, რომ თურმე კულტურა დაგვეწუნება, ყოჩაღ მაგას, ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა. აი ნეტა შენ რომ ეს კომენტარი დაწერე, როგორც გეტყობა თავად გაქვს კონტექსტის აღქმის და მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის პრობლემა, თან თუ ამასაც ეთანხმები საერთოდ ადექვატურობასთან გქონია პრობლემა და რავიცი, ვინც ამას პარტიული ქვემოტივით წერს, ეგეც კაი გაიძვერობაა)
Xxx
03 აგვისტო 2023 22:20
0
ეტყობა პრობლემა გაქვს ერთგვერდიანი ტექსტიდან აზრის გამოტანაში. წაგეხმარები, 'ვე­რა­გი მტ­რის სი­ძულ­ვილ­მა კულ­ტუ­რა არ უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს'-ო.
გიორგი
03 აგვისტო 2023 15:02
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული