მოგეხსენებათ, ხამზატ ჩიმაევს 21 ოქტომბერს უნდა ეჩხუბა, თუმცა მისი მეტოქე პაულო კოსტა ბრძოლიდან ჩაეხსნა. როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, კოსტამ ორგანიზაციისგან მალულად ოპერაცია გაიკეთა, ძალების აღდგენა ვერ მოახერხა.
დავიწყოთ იმით, რომ რომანს, როგორც ვიცით, კანინიერთან ჩხუბი ჩანიშნული აქვს და სწორედ ამ შეხვედრისთვის ემზადება, მაგრამ ქართველს აშკარად იზიდავს ჩიმაევთან ბრძოლა, რადგან, როგორც გვახსოვს, ჰერმანსონის დამარცხების შემდგომ, მან ჩიმაევი გამოიწვია, მაგრამ ბრძოლა არ მისცეს.
დღეს რომანმა ჩიმაევი 11 დღის Short notice-ზე გამოიწვია, რაც თავის მხრივ, ძალიან სახიფათოა რომანისთვის, რადგან სულ სხვა სტილის მეტოქისთვის ემზადებოდა, ხოლო ჩიმაევის შესანიშნავი სტრაიკინგი და ჭიდაობა დიდი ალბათობით რომანისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ჩიმაევს ჯერ არ ჰყოლია საშუალო წონაში რომანის დონის გრეპლერი მოწინააღმდეგე, როგორც გვახსოვს, ის გილბერტ ბერნსს, რომელიც მსუბუქი წონიდან იყო ასული ქვე საშუალო წონაში, ჩიმაევი მას არ ჩაჰყვა პარტერში. ასევე, რომანს უფრო ძლიერი დარტყმები აქვს, ვიდრე გილბერტს.
ეს იქნება ძალიან საინტერესო ბრძოლა, ასევე, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა, რაც აქამდე ჩატარებულა. როგორც სუბიექტური გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომანს ქემფი ჩაემთავრებინა და კანონიერს შეხვედროდა, რადგან კანონიერი საშუალო წონის რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს, ხოლო ჩიმაევი კი საშუალო წონის რეიტინგშიც კი არ არის, მაგრამ ჩიმაევის დონიდან გამომდინარე, თუ რომანი ჩიმაევს ბრძოლას მოუგებს, ალბათ შეუძლია ქამარზე ბრძოლაც მოითხოვოს.
ჩანიშვნის ზღვარზე იყო საქართველოსთვის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა - ილია თოფურიასა და საუკეთესო ქვემსუბუქწონოსან ალექსანდერ ვოლკანოვსკის შორის
როგორც ილიამ ესპანურ მედიაში გააჟღერა, მისი ბრძოლა UFC 297 -ზე კანადაში 20 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ რადგან ოლივეირა მახაჩევთან ბრძოლას გამოეთიშა, ვოლკანოვსკი 11 დღით ადრე დათანხმდა ჩხუბს, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა დიდებულია ის. მაგრამ ამ ფაქტმა შეიძლება ილიასა და ვოლკანოვსკის გზების გადაკვეთა შეანელოს. თუ ვოლკანოვსკი ისლამთან 11 დღეში იჩხუბებს, რამდენად იქნება მზად ის იანვარში, ამაზე ორი პასუხის გაცემა შეგვიძლია: რადგან მას წონის კლება არ უწევს, სავსებით შესაძლებელია, რომ მან უარი არ თქვას იანვარში ილიასთან დაპირისპირებაზე: ასევე, მისი ხასიათიდან გამომდინარე,. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ზიანზე, რა ზიანსაც ვოლკი ისლამთან მატჩში მიიღებს, ხოლო თუ ალექსმა დაამარცხა ისლამი, მაშინ ვფიქრობ, ისლამი პირდაპირ რემატჩს მოითხოვს, რაც არ იქნება კარგი ილიასთვის.
წყარო: ტსტ სპორტი
13:34 11-10-2023
დოლიძე - ჩიმაევი? ხამზატის მოწინააღმდეგე ბრძოლიდან ჩაეხსნა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს ბრძოლა თუ შედგა მაგარი სანახაობრივი ჩხუბი იქნება.კანონიერიც მაგარია მაგრამ ხამზატის სტილი სულ სხვაა.
5
1
დოლიძეს წარმატებებს უსურვებთ რა თქმა უნდა და თავის სიძლიერეს დაამტკიცებს რინგზე .... კავკასიელებს შორის ბრძოლაა და ღირსეული ბრძოლა იქნება იმედია და არა მარიაჟობა და ერთმანეთის დამცირება ბრძოლამდე...
3
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული