ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაცვალეს.

მეორე რაუნდში კი ქართველმა თავის სტილში, ბრწყინვალე კომბინაციით ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა.

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. "მატადორის" ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ამავე ღონისძიებაზე საკუთარი ბრძოლა მოიგო მეორე მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.


altილია თან საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის ემზადება და თან მერაბის გულშემატკივრობს - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად

გავრცელდა [VIDEO]

altმერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
მაკგრეგორს მოკითხვა ილიასგან! ვინ დანოკაუტდა დაინახოს კარგად!
მწვრთნელი
10:12 18-02-2024
1
დედაა, რა იყო ეს, ჰაა(?!)......

იხაროს და იმრავლოს თქვენმა ჯიშმა და ჯილაგმა საამაყო ქართველებო, მ ა დ ლ ო ბ ა !
გელა
11:20 18-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული