"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ" - პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე MMA-ს ჩემპიონ ილია თოფურიას შეხვდა, რომელიც გუშინ სამშობლოში დაბრუნდა.

Facebook-ზე, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან. სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყოა. დავინტერესდი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებით და წარმატებები ვუსურვე.

ჩემპიონთან საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად",
- წერია განცხადებაში.

UFC-ის ჩემპიონი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
როგორ დავიჯერო, რომ ნაცს და ქოხს ვერ ხდება ჩვენი აზროვნება... ბიჭოო რა პატარა ერი ვართ რა გვჭირს?!რატომ გგონიათ ვინმეს რო ეს კაცი ან ქოცების ჩემპიონია ან ნაცის?ჩვენია ყველასია!!! თქვენს გარდა კიდევ ვართ ხალხი და უმრავლესობა სხვათაშორის, ვერც ერთს პარტიას რომ ვერ იტანს! დაოკდით თქვენი დრო წასულია!
Svani
14:03 19-03-2024
2
და ჩემპიონი რომ არ გამხდარიყო, უნდა დაგვეკარგა?!... რა,რამდენი გვყავს დაკარგული, ითვლის ვინმე?!...
დდდ
15:19 19-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული