მერაბ დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი (18-4), საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა. ქართველი "მანქანა" ამის შესახებ, გაჩემპიონების დღიდან ჰპირდება გულშემატკივარს. 17:00 საათზე მერაბი უკვე საქართველოში იქნება და აეროპორტში დამხვედრ აუდიტორიას მასთან შეხვედრის საშუალება ექნება. აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

მერაბ დვალიშვილმა ამ გამარჯვებით, საქართველოს მეორე UFC-ს ქამარი მოუტანა. პირველი, რომელმაც ეს შეძლო ქართველი "მატადორი" ილია თოფურიაა (15-0). დვალიშვილს ამ დრომდე 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომელ საქართველოსი ჩამოდის და რომელ ხალხთან შესახვედრად ? ვიღაცა გადამთიელების გულის მოსდაგებად რომ აგინა და შეურაცყოფა მიაყენა ?? კი ბატონო შენ არ მოგწონს სტალინი მაგრამ რა უფლებით აგინებ იმათ ვისაც მოსწონს თუ მიხვდება რომ ქაქი ჭამა და ბოდიშს თუ მოიხდის შეიძლება კიდევ აპატიოს ხალხმა თუ არა და დარჩება ლიბერალების სახედ @
zura222
01:27 28-09-2024
1
მერაბ! მაგრად ჩაიჭერი, როცა დიდი ქართველი, ვიღაც ჟურნალისტთან აძაგე, მოგწონს არ მოგწონს თავი უნდა შეგეკავებინა. ალალი იყოს შემზე გრიშა ონიანის ათ სართულიანი მოკითხვა.
ლევანი
23:55 27-09-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული