"სახელმწიფოსგან მიღებულ 1 მლნ ლარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას" - მერაბ დვალიშვილი

AutoSharing Option
მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, - ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.

დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ
ჩემს ქველმოქმედებაში”, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო, თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altმერაბ დვალიშვილი საქართველოშია - UFC-ის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა [VIDEO]

altმერაბ დვალიშვილი: თუ ომალს რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს

alt"მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?

მკითხველის კომენტარები / 27 /
ყოჩაღ მერაბ ! სზვა არცერთ სპორცმენს არ წამოსცდენია ეს არც ფეხბურთელებს.
გიორგი
18:47 01-10-2024
1
ნეტა იმ ხალხს ვინ დაეხმარება გერმანიაში ოპერაციის გასაკეთებლად მეტროში რომ მათხოვრობენ??..თუ იმათმაც UFC უნდა მოიგონ??და თან წინასაარჩევნოდ..ეჰ ჩემო ქვეყანა როგორ არ გიმართლებს ხალხში
ჟორა
17:48 01-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული