ილია თოფურია: მადლობა ესპანეთო და საქართველო, რაც მომეცი და აგრძელებ, რომ მომცე

AutoSharing Option
UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ (15-0), თავის სოციალურ ქსელში (Instagaram) პოსტი გამოაქვეყნა:

"პირველი, რომელიც დაანოკაუტებს, ეს იქნება აბსოლუტური დომინაცია, ამას ვეუბნები ყველას, ვინც ჩემს გზაზე მომყვება, რადგან იციან, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც გაქვს რწმენა და მიიწევ მიზნისაკენ. არ დაგავიწყდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, როდესაც იცი, საით უნდა წახვიდე.

მადლობა ესპანეთო და საქართველო ყველაფრისთვის, რაც მომეცი და აგრძელებ, რომ მომცე. 16-0 და კვლავ დაუმარცხებელი! დაუმარცხებლის მენტალიტეტი ნიშნავს იმას, რომ გაქვს რწმენა, აქციო შენი ოცნებები რეალობად!"

შეგახსენებთ, ქართველი "მატადორის” მომდევნო
ბრძოლა 26 ოქტომბერს, UFC 308- ზე არის ჩანიშნული, ილია ლეგენდარულ მაქს ჰოლოვეის (26-7) წინააღდეგ შეეცდება დაიცვას ქამარი, რომელიც ასევე ლეგენდარულ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან (26-4) ბრძოლაში მოიპოვა.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული