26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა ილია თოფურიასა (16-0) და მაქს ჰოლოვეის (26-8) შორის გაიმართა.
დაპირისპირებაში გამარჯვება ილია თოფურიამ შესანიშნავი ნოკაუტით მოიპოვა.
მეტოქეებმა ბრძოლის პირველ წუთებში დრო ერთმანეთის დაზვერვას დაუთმეს, ილიამ პირველივე გამამწვავებელ შეტევაში ჭიდაობა შესთავაზა, თუმცა მოწინააღმდეგემ ფეხზე ადგომა მალევე შეძლო და სანახაობრივი რაუნდი გვაჩუქეს. ქართველმა "მატადორმა" მეორე რაუნდში მაქსის ფეხის დაზიანება დაიწყო და ამით გარკვეული უპირატესობის მოპოვება შეძლო. მესამე რაუნდის დასაწყისში ილია თოფურიამ ჰოლოვეის დანოკაუტება მოახერხა და გაიმარჯვა.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა