12:53 25-10-2024
ილია თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის [VIDEO]
AutoSharing Option
UFC 308-ზე ჩვენებური, ამ ორგანიზაციის ისტორიაში, პირველი ქართული ქამრის დაცვას შეეცდება.
ქართველი ,,მატადორი” საუცხოო ფორმაშია და ამის შესახებ მან ბრძოლამდე უამრავ ინტერვიუში ისაუბრა. ილიას მეტოქე მაქს ჰოლოვეი (26-7) აქამდე არავის ,,დაუნოკაუტებია”თოფურიას თქმით ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც მაქსის გათიშვას შეძლებს.
ილიას ბრძოლისთვის სამზადისში, კიდევ ერთი ქართველი UFC-ის მებრძოლი გურამ ქუთათელაძე (13-4) იყო ჩართული.
ქართველი ,,ვიკინგის” საბრძოლო
მონაცემები ნებისმიერ კომპონენტში, მოწოდების სიმაღლეზეა, რაც ილია თოფურიას გასამართ დაპირისპირებაში ძალიან დაეხმარება.
,,აბუ დაბიში” ილიას საგულშემატკივროდ მერაბ დვალიშვილიც ჩავიდა (18-4), რომელმაც 15 სექტემბერს მეორე ქართული UFC-ის ქამარი მოიპოვა. ბრძოლამდე თანამემამულეები ერთმანეთს გვერდში უდგანან, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიამოვნოა.
26 ოქტომბერს ღონისძიება 18:00 საათიდან დაიწყება, ქართველი ,,მატადორი” დღის ბოლო ბრძოლას გამართავს.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დავაი ილია ასახელე საქართველო.
6
2
ვერ ვიტან, როცა მებრძოლები ეთმანეთის მიმართ: მამლაყინწობენ, იჯგიმებიან, კუნთებს აკაჩავებენ და რო უმტკიცებენ თვალებით, მე ვარ მაგარიო. ვაჟკაცურად შეხვდით ერთმანეთს და ვაჟკაცურადვე დაემშვიდობეთ! ოქტაგონზე გამოჩნდება ვინ რისი მაქნისი ხართ!
12
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

