არის!!! ილია თოფურიამ UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა ილია თოფურიასა (16-0) და მაქს ჰოლოვეის (26-8) შორის გაიმართა.

დაპირისპირებაში გამარჯვება ილია თოფურიამ შესანიშნავი ნოკაუტით მოიპოვა.

მეტოქეებმა ბრძოლის პირველ წუთებში დრო ერთმანეთის დაზვერვას დაუთმეს, ილიამ პირველივე გამამწვავებელ შეტევაში ჭიდაობა შესთავაზა, თუმცა მოწინააღმდეგემ ფეხზე ადგომა მალევე შეძლო და სანახაობრივი რაუნდი გვაჩუქეს. ქართველმა "მატადორმა" მეორე რაუნდში მაქსის ფეხის დაზიანება დაიწყო და ამით გარკვეული უპირატესობის მოპოვება შეძლო. მესამე რაუნდის დასაწყისში ილია თოფურიამ ჰოლოვეის დანოკაუტება მოახერხა და გაიმარჯვა.

ეს ილია თოფურიასთვის მე-16
გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხალხო, ეს რა იყოოო???? ილია, სახალხო ჩემპიონია! ნამდვილი საბრძოლო მანქანა, რომელიც ყველას საქმით უმტკიცებს, რომ ტოლსწორი არაყავს! რაც ვერ შეძლო სხვამ, ჰოლოვეის წინააღმდეგ, შეძლო ქართველმა, უკეთესად ვიტყოდი, ქართველმა გლადიატორმა და შუქი გაუთიშა ნამდვილ ლეგენდას, მაქს ჰოლოვეის! დიდებული ტაქტიკა და სწორი გეიმპლანი და საქმეც დასრულდა! ეს იყო, კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა ფენომენია ქართული საბრძოლო სული!!! ვულოცავ სრულიად საქართველოს!
ვახო...
01:09 27-10-2024
2
ჯიგარი ხარ ილია! საუკეთესო ბრძოლა აჩვენა. ჩრდილოკავკასიელმა ფრაერებმა იქნებ ეხლა მაინც მოკეტონ
დავით 67
01:40 27-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული