"ვთქვი და გავაკეთე" - თოფურიას კომენტარი ბრძოლის შემდეგ

AutoSharing Option
აბუ-დაბიში, UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი გათიშა და საჩემპიონო ქამრის დაცვა მოახერხა.

ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

"მოგესალმებით ყველას. ვიცი, რომ ჩემი გამარჯვება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, თუმცა ჩემთვის არა. ვერ ვხვდები, რატომ ეგონა მაქსს, რომ ოქტაგონის გარშემო სირბილს დავიწყებდი და გავექცეოდი. "მატადორი" ხომ არასდროს გარბის!

დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, ეს ვთქვი და გავაკეთე.

ახლა ცოტა ხნით დასვენება მჭირდება შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება. ვინ იქნება ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე? არ მაინტერესებს. UFC-იმ მხოლოდ დრო,
ადგილი და მეტოქე დაასახელოს, მე მზად ვიქნები", - განაცხადა თოფურიამ.

ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.

altარის!!! ილია თოფურიამ UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ ჯიგარი ხარ ილო..წარმატებები
ზურა სუხაშვილი
14:13 27-10-2024
0
აზრზე ხართ? ცოტა ხნით დავისვენებ და შემდეგი გამოუშვითოო
ანტილიბერალი
16:34 27-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული