UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა (18-4) მერაბ დვალიშვილმა, რამდენიმე ხნის წინ, წარმოშობით დაღესტნელ მებრძოლებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაღესტანი არ შეიძლება რუსეთის ნაწილად ჩაითვალოს. დვალიშვილი ამბობს, რომ დაღესტანი არ არის რუსეთი და იქაური მებრძოლები იძულებულნი არიან რუსეთის სახელით იასპარეზონ.
მერაბის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი (26-1). მახაჩევმა თქვა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილია, მერაბი კი ამერიკაში ცხოვრობს და არ იცის, რაზე საუბრობს.
ქართველი "მანქანის" ამ სიტყვებზე კიდევ ერთმა UFC-ის მებრძოლმა, შარა მაგომედოვმა (15-0) ისაუბრა, რამაც ქართველ გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
"უცხოელი და ქართველი სპორტსმენები, ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. დვალიშვილი, ალბათ, ჭიდაობაზე დადიოდა და გეოგრაფიისა და ისტორიის გაკვეთილებს აცდენდა. რატომღაც, ქართველებს რუსები დიდად არ უყვართ. ისინი მადლიერნი უნდა იყვნენ. ისტორია რომ იცოდნენ, ეცოდინებოდათ, რომ დაღესტანისაგან მათ რუსები იცავდნენ. როდესაც ჩვენ თავს ვესხმოდით, რუსები იცავდნენ. რომ არა რუსეთი, საქართველო დაღესტანის ნაწილი იქნებოდა" - ამბობს მაგომედოვი.
რა თქმა უნდა, შარას ეს სიტყვები ქართველ მებრძოლებს არ გამორჩენიათ და მათ პასუხმაც არ დააყოვნა. გურამ ქუთათელაძემ (13-4) დაღესტნელს მოუწოდა, რომ საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებოს, განსაკუთრებით კამერების წინ: "შენ სპორტსმენი ხარ. საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებე, განსაკუთრებით კამერებთან, ინტერვიუში. როდესაც შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ ისტორიის, გეოგრაფიის, რუსული ენისა და ცხოვრების გაკვეთილებზე".
მაგომედოვს ასევე საკადრისი პასუხი გასცა კიდევ ერთმა ქართველმა UFC-ის მებრძოლმა რომან დოლიძემ (14-3). "შარა, გამარჯობა, მე ძალიან არ მიყვარს ინტერნეტში ეს მთელი გარჩევები და დაპირისპირებები, თუმცა მოვისმიმე შენი სიტყვები, რომელიც ვიღაცამ განათავსა, ან შეიძლება შენ იყავი. როგორც მინიმუმ, მე ამ ნათქვამს არაკორექტულად მივიჩნევ.

შემდეგ ჯერზე, როცა გნახავ, მაქვს სურვილი ამ თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ მეზობელი ხალხი ვართ, დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ და ჩვენ სალაპარაკო გვექნება და რიგი სიტყვების ახსნა მოგიწევს", - წერს თავის სოციალურ ქსელში რომან დოლიძე.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
ლეკ ბიჭებთანა,ქადილი,
თუ მოხვალთ,მალე გადმოდით,
თუ არ მაგწყინდათ ლოდინი.
კარზედ გვიბია ცხენები,
დახვრიმეს,ლაგამ რვალები,
ჩვენამც თქვენს მოლოდინშია,
აღარ მოგვწონან ხმალები.
თოფს არ გავისვრით თუშები,
გატეხ არ გვინდა ხმისაო,
ერთიან ყველას გაგმუსრავთ,
ჟამ აღარ გვაქვის ცდისაო.
ქართველებმაც და ლეკებმაც,მტრობაც იცოდნენ,ომიც და მეგობრობაც.კარგიც გვახსოვს და ავიც,ერთმანეთისაგან.ისტორიაც ხომ ეს არის.როცა ერთად ვიყავით,მაშინ ვიავით,ყველაზე ძლიერები.როცა შეძლეს და ერთმანეთს გადაგვკიდეს,მაშინ წავიდა უკან, ჩვენი საქმეც და მათიც.დავით გურამიშვილიც ლეკებს ჰყავდათ გატაცებული და ქართლის ჭირში როცა "ესრეთ ქართლი და კახეთი,დარჩა თურქთა,ლეკსა, დიდოს-ო ამბობს", მანამდე იმით იწყებს,"ვით მამალი სხვის მამალსა,დაჰმტერდეს და წაეკიდოს,მას სცემოს და თვით იცემოს,დაჰქოჩროს და დაეკიდოს"...როცა ლეკები და საერთოდ ჩრდილო კავკასია დაიმორჩილეს და გაამაჰმადიანეს თურქებმა,აღარც ჩვენ გვქონდა მტკიცე ზურგი,მათი სახით და აღარც ჩრდილო კავკასიელებს,ჩვენი სახით.მათ ნაყოფიერ მიწებს,თანდათან იპყრობდა რუსეთი და სულ უფრო ღრმად ერეკებოდა,კავკასიოსნის მაღალ მთებში,სადაც საკმარისი სარჩოს მოპოვება,შეუძლებელი იყო.ასევე საქართველოც შეავიწროვეს,ირან ოსმალეთმა და სარჩო საბადებლის სიმწირით შეწუხებულმა ჩრდიო კავკასიელებმა,დასუსტებული საქართველოს რბევით დაწყეს,ოჯახების რჩენა.არც ქართველები აყრიდნენ ხეირს,მომხვდურებს და ორივე მხარე,სულ უფრო სუსტდებოდა.საბოლოო ჯამში,ორივე მამალი,ერთმანეთთან ბრძოლით დაღლილი,იმ ძაღლებს დარჩა,დავით გურამიშვილი რომ წერდა.ასეთი ძაღლები,დღესაც ბევრი გვახვევია და მათ ჭკუაზე კი არ უნდა ვიაროთ,არამედ,მხოლოდ საქართველოს ინტერესები დავიცვათ.ყველა გარე ძალა ცდილობს,ქვეყნის შიგნით დაძაბულობა და დაპირისპირება გააღვიოს,რადგან ასეთ დროს,ადვილია მას აიძულოს სხვისი ინტერესები გაითვალისწინოს და საკუთარზე წინ დააყენებინოს.ერეკლე მეფე იძულებული იყო,ინდოეთში გაჰყოლოდა ნადირ შაჰს,სალაშქროდ,მეფე გიორგი, ავღანეთში მოჰკლეს ღალატით და კიდევ რამდენჯერ იყო,ქართველთა ჯარი,სხვა ქვეყნის სამსახურში რომ ანთხევდა სისხლს.არაბები,სპარსელები,რუსები,ოსმალები...ყველანი გვაიძულებდნენ მათი ინტერესების დასაცავად გვებრძოლა,რადგან ჩვენზე ძლიერები იყვნენ და ამით ქვეყანა,საკუთარ ტერიტორიაზე ნგრევისა და ხოცვა ჟლეტის თავიდან აცილებას ახერხებდა.რაღაც დროით მაინც,რომ ცოტა სული მოეთქვა და ფიზიკურად არ განადგურებულიყო.სულ ბოლოს ერაყში,ავღანეთში და აფრიკაში ვიცავდით სხვების ინტერესებს,ქართველი ჯარისკაცებით,თუმცა ჩვენ როცა გავეხვიეთ ომის ცეცხლში,იქ გაგზავნილი ჯარი,საქართველოს ვერაფრით დაეხმარა,რადგან დაბრუნება ვერ მოასწრო და ვერც ის ქვეყანა დაგვეხმარა,რომელსაც ჩვენ ვეხმარებოდით,ჩვენი ჯარით.ამიტომაა აუცილებელი,ჩვენ მეზობლებთან მშვიდობის შენარჩუნება და კეთილმეზობლობის დამყარება.ჩვეულებრივ ხალხს,არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ომი და ნგრევა.ეს მხოლოდ მთავრობებს და მათ უკან მდგომ ფინანსურ წრეებს სჭირდებათ.ამიტომ სწორედ ხალხის,ჩვენი ინტერესია,ჩვენ მთავრობებს,ქვეყნის მშვიდობიანი არსებობა და განვითარება ვაიძულოთ.ჩვენი ბიჭები,ამას ხვდებიან,რადგან იციან რა მოსდევს ომს.აი დაღესტნელ მებრძოლებს კი,უკვე იმდენი წელია,პუტინის აგრესიული მმართველობის,პროპაგანდის და მასზე უარესად აგრესიული და მოძალადე კადიროვის მმართველობის უწევთ ცხოვრება(ფაქტობრივად მთელი შეგნებული სიცოცხლის პერიოდი),რომ მთლიანად იმას იმეორებენ,რაც მათგან გაუგიათ.ჰიტლერმა თავისი ფაშისტური პროპაგანდით,6 წელიწადში გადააქცია მსოფლიოში ყველაზე უფრო პოლიტიკურად მომზადებული გერმანიიის მოსახლეობა,ფაშისტურ გერმანიად და რაღაა საკვირველი,რუსეთის მოსახლეობაც ასე აგრესიული რომ გახადეს,ამდენ წლიანი გააფთრებული პროპაგანდის შემდეგ?იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც,თუ უარესი არა.არ დაგავიწყდეთ,რომ უკრაინა და რუსეთიც იმ ორი მამალივით წააჩხუბეს და ახლა რომელი ძაღლი(ები) წაიღებს,ამდენი ბრძოლით და ჩხუბით დაღალულ ორ ქვეყანას,მგონი დაახლოებით მაინც ხვდებით.ბევრი ნერვებზე მოიშლება,ამდენი რამ დააწერინა,საქმე არა ჰქონიაო,მაგრამ საჭიროა ამაზე ყვირილი.ვიღაცა მაინც წაიკითხავს,შესაძლოა რასაც აქ ვწერ,ზოგიერთმა მაინც არ იცოდეს და თუ დაინტერესდება და უფრო მეტს გაიგებს,ბევრ რამეს თვითონაც მიხვდება.რაც შეეხება მაგ ლეკ ბიჭებს,ასე რომ აზროვნებენ,ეს მათი ბრალი კი არა, მათი უბედურებაა და რომან დოლიძე თუ შეხვდება,ალბათ სწორედ ამის ახსნას შეეცდება,მათთვის.საქართველოშიც ბევრს სჭირდება ამისი შეხსენება,ან ახსნა.იმედია გამომივიდა.