"მერაბს უსამართლოდ ექცევიან, ეს სწორი არ არის" - ალჯამეინ სტერლინგი

AutoSharing Option
2025 წლის 19 იანვარს, UFC-ის სუპერმუსბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

აღნიშნული ბრძოლის შესახებ, ამავე წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა Youtube-ზე არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტერლინგის თქმით, მერაბი რუს მებრძოლს აუცილებლად დაამარცხებს.

"ჩხუბისთვის მოსამზადებლად მებრძოლებს მხოლოდ ექვსნახევარი კვირა აქვთ, მერაბი იძულებული გახდა, რომ ამ პირობებს დათანხმებოდა. ჩემპიონს მსგავსი რაღაცების გაკეთება არ უნდა უწევდეს, ეს სწორი არ არის და მას უსამართლოდ ექცევიან.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იქ მაინც წავალთ და მერაბი თავის
საქმეს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, დვალიშვილი ნურმაგომედოვის დაუმარცხებელ სერიას დაასრულებს, მორიგ გამორჩეულ ბრძოლას შემოგვთავაზებს და შემდეგ უკვე სხვა პრეტენდენტებზე ვიფიქრებთ", - განაცხადა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, მერაბის ანგარიშზე MMA-ში 18 გამარჯვება და 4 მარცხია, ასევე 18 გამარჯვება აქვს ნურმაგომედოვს, რუსი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

alt"იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე

altოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს საჩემპიონო ქამარს დაიცავს

alt"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…" მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს
 

მკითხველის კომენტარები / 12 /
მარაბიმ რა კომენტარიც არ უნდა გააკეთოს უმარას მაინც მუხლზე დაიმტვრევს და ყველა რუს მებრძოლს ზედ მიაყოლებს!!! თან ეს სტალინი თვითონ, არც ქართველობდა არც განცდა არ ქონდა ქართველობის და რას ეჩრებით? :)))))))))) რუსი ვარ და რუსმა ხალხმა გამზარდაო!! თვითონ ამბობდა მაგას ძია სოსო და სტალინზე დიდი სტალინები რატომ გამოდიხართ და ეჩრებით მერაბის მოსაზრებაში?
Pepelu
13:29 20-12-2024
10
სულ არ მაინტერესებს ვინ ვისი მომხრეა, ქართველი ხვდება უცხოელს ბრძოლაში და მორჩა! მერაბი იქნება თუ ჩაქუჩა ორივეს ვუგულშემატკივრებ, ქართული გენი უკვდავია! სპორტმა უნდა გაგვაერთიანოს და არ უნდა დაგვყოს, აქ არ უნდა იყოს წითელი ხაზები
პაატა
17:04 20-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული