აღნიშნული ბრძოლის შესახებ, ამავე წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა Youtube-ზე არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ისაუბრა.
სტერლინგის თქმით, მერაბი რუს მებრძოლს აუცილებლად დაამარცხებს.
"ჩხუბისთვის მოსამზადებლად მებრძოლებს მხოლოდ ექვსნახევარი კვირა აქვთ, მერაბი იძულებული გახდა, რომ ამ პირობებს დათანხმებოდა. ჩემპიონს მსგავსი რაღაცების გაკეთება არ უნდა უწევდეს, ეს სწორი არ არის და მას უსამართლოდ ექცევიან.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იქ მაინც წავალთ და მერაბი თავის საქმეს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, დვალიშვილი ნურმაგომედოვის დაუმარცხებელ სერიას დაასრულებს, მორიგ გამორჩეულ ბრძოლას შემოგვთავაზებს და შემდეგ უკვე სხვა პრეტენდენტებზე ვიფიქრებთ", - განაცხადა სტერლინგმა.
შეგახსენებთ, მერაბის ანგარიშზე MMA-ში 18 გამარჯვება და 4 მარცხია, ასევე 18 გამარჯვება აქვს ნურმაგომედოვს, რუსი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია.
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს საჩემპიონო ქამარს დაიცავს