UFC-ის სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ტიტულის მოგების შემთხვევაში, პირველ რიგში საქართველოში ჩამოვა და ქამარს აქ ჩამოიტანს. ამის შესახებ ცარუკიანმა ESPN MMA-სთან საუბრისას აღნიშნა და ისიც დასძინა, რომ საქართველოშია დაბადებული.
"პირველ რიგში,მინდა იქ წავიდე, სადაც დავიბადე, ეს საქართველოა, მე იქ დავიბადე. საქართველოში ჩავალ, საიდანაც შემდეგ წავალ სომხეთში, შემდეგ რუსეთში, სადაც ჩემი ოჯახია. გეგმა ჯერ ტიტულის მოპოვებაა", - ამბობს ცარუკიანი.
ცნობისთვის 19 იანვარს UFC 311-ზე არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.
ამავე ტურნირზე მერაბ დვალიშვილი ტიტულის დაცვას უმარ ნურმაგომედოვთან შეეცდება.
წყარო: Ambebi.ge
10:00 24-12-2024
"თუ ტიტულს მოვიგებ, საქართველოში ჩავალ" - არმან ცარუკიანი
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ორივე სპორტსმენს წარმატებებს ვუსურვებ თავის კარიერაში.
12
1
ჩვენ ნებაყოფლიბით თუ ძალით,ბევრი ეროვნებების დაჩაგრულები თუ დამჩაგვრელები სხვათა და ჩვენიც სხვებთან ერთად,დავასახლეთ მამა პაპათა მიწა წყალზე,"ჩავისვით რა უბეში",მათნაირმა ჩამოსახლებულებმა კი,როცა მხარდა ჭერა სჭირდებოდათ ჩვენი, საქართველო "დედაა ჩვენიო" გაიძახიან,და როცა არ ვჭირდებოდათ,ქართულ მიწა წყალზე პირობითად,ყველა თავის,"ბაგრამიანის ბატალიონებს"გვიარსებდენ და გვეომებიან,მათ გაგებაში ,სხვათა დამპყრობთა,ვითომ "ძლიერების მათთვის" ,მხარში დგომით, ჩვენი ტერიტორიების ძალით მითვისების მცდელობებით,ასობით, ფაქტებითაა მტკიცებული "ამნაირების სიყვარული",საქართველოსადმი,ჩვენ კი გავნაგრძობთ,ამნაირ "ჩიმაევებთან"-კალაძე,ბექაურ,პეტრიაშვილი,"სიყვარულით აღვსილ" ერთობლივ ფოტოებს-ფორევერებს, და ამავდროულად,ქართველის ქართველისვე მიერ ჭამას,სახელმწიფოებრიობის ,ჩვენსავე მიერ ნგრევით,ზოგჯერ გონებრივი სისუსტის გამო ზოგიერთთა,ზოგჯერ კი მარიონეტული გაღორებითი "თქვლეფით" ,სხვათა ,ქართველთ ღია თუ ფარულ მტერთა მიერ გადმოგდებული სახრავის ნარრჩენებისა .მ.ზ.
15
35
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული