UFC-ის სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ტიტულის მოგების შემთხვევაში, პირველ რიგში საქართველოში ჩამოვა და ქამარს აქ ჩამოიტანს. ამის შესახებ ცარუკიანმა ESPN MMA-სთან საუბრისას აღნიშნა და ისიც დასძინა, რომ საქართველოშია დაბადებული.
"პირველ რიგში,მინდა იქ წავიდე, სადაც დავიბადე, ეს საქართველოა, მე იქ დავიბადე. საქართველოში ჩავალ, საიდანაც შემდეგ წავალ სომხეთში, შემდეგ რუსეთში, სადაც ჩემი ოჯახია. გეგმა ჯერ ტიტულის მოპოვებაა", - ამბობს ცარუკიანი.
ცნობისთვის 19 იანვარს UFC 311-ზე არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.
ამავე ტურნირზე მერაბ დვალიშვილი ტიტულის დაცვას უმარ ნურმაგომედოვთან შეეცდება.
წყარო: Ambebi.ge
10:00 24-12-2024
"თუ ტიტულს მოვიგებ, საქართველოში ჩავალ" - არმან ცარუკიანი
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აი მაგალითი კაცობის..უბრალოდ და ჯიგრიანად თქვა..ყველა ერის შვილს ვენაცვალე ვისაც საქართველო გულით უყვარს ან უბრალოდ პატივს სცემს..წარმატებები ამ ბიჭს..საქართველოს კი დიდება..
52
1
საქართველოში დაბადებული, პიონერთა სასახლის ჭადრაკის სექციის აღზრდილი, ტიგრან პეტროსიანი მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდა, თბილისში კი არ ჩამოვიდა, პირველი რაც გააკეთა ერევანში ჩავიდა. ასე რომ ამ ახალგაზრდის საქციელი და განზრახვა მოსაწონია და შესაქებია.
42
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული