"აი, ასეთი ურთიერთობა მაქვს მერაბ დვალიშვილთან" - დანა უაითი

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, 19 იანვარს, მერაბმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა და დაღესტნელი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

უაითის თქმით, მას და მერაბს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

"მერაბის გამძლეობა უბრალოდ გასაოცარია, მეხუთე რაუნდში ისე გამოიყურებოდა, თითქოს ბრძოლა ახალი დაწყებული იყო.

როგორი ურთიერთობა მაქვს მერაბთან? - სახალისო. ბრძოლის შემდეგ მითხრა თუ როგორ უყვარს UFC-ი და ყველაფრისთვის მადლობა გადამიხადა. მართალია, წარსულში გააკეთა რაღაცები, რაც არ მომეწონა და ამის შესახებ პირდაპირ
ვუთხარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დვალიშვილი არ მომწონს, უბრალოდ პატარა გაურკვევლობა გვქონდა, რაც ყველასთან მქონია", - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

altდვალიშვილის კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

alt" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

alt"არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი" - მერაბ დვალიშვილი
 

მკითხველის კომენტარები / 6 /
მერაბი, ძალიან კარგი, გულწრფელი და მხიარული ადამიანია! ის არასოდეს თამაშობს და არის ის, რაც რეალურად არის! უბრალოდ, ქარიზმატული ადამიანია, ეს კი ზოგიერთს აღიზიანებს და რატომ? უდიდესი წარმატებები მერაბს მომავალშიც!...
ვახო...
15:38 21-01-2025
1
შურიანმა რუსებმა ააგორეს ინფორმაციული ომი მერაბის წინააღმდეგ, აზვიადებენ მის ინტერვიუს არაადამიან რეფორტიორისთვის არიელ ჰელინისთვის მიცემულს,ეს ჰელვინიც ეტყობა მოსყიდულია ვერანა რუსების მიერ.მოატყუაო კალიფორნიის ათლეტური კომისიაო,ტრამვა ფეხზე დაუმალავს, დასასჯელიაო.ნეტა რა ალაპარაკდა? ჩვენს ოქროს ბიჭს ამ მუხლის ტრამვაზე ამ ინტერვიუში,ამდენი მოშურნე ჰყავს რუს და უსამშობლო დამონებული ჩრდილოკავკასიელების თამადობით,ყველას არ უხარია მისი გარჯით ნაშოვნი ფული ,ბოღმა ახრჩობთ,ააგორეს... არაფრისგან გაზვიადებით,რად უნდოდა ეს გამეორება ტრამვაზე,ორჯერ ერთი მუხლი ვაჩვენეო,ბრძოლის შემდეგ,ზოგჯერ გაჩუმება,ბაჯაღლო ოქროა.გაუმარჯოს ქართველ ჩემპიონს,არაფერიც არ გამოუვათ მშიშარა,ლაჩარ ბოღმიან ნაწილაკებს.
მ.ზ.
17:15 21-01-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული