"ჩემზე უკეთესი მებრძოლია" - მერაბ დვალიშვილმა ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, UFC 312-ზე, რომელიც ავსტრალიაში გაიმართება, ალექსანდრე კოდი ჰადონს დაუპირისპირდება. მერაბის თქმით, იგი სიდნეიში გაემგზავრება და თოფურიას მხარს დაუჭერს.

"ახლა ავსტრალიაში გავემგზავრები და ილიას ძმას მხარს დავუჭერ, მას ალექსანდრე თოფურია ჰქვია და ის ჩვენი გაუმჯობესებული ვერსიაა. არ ვიტყვი, რომ ილიაზე უკეთესია, მაგრამ ჩემზე უკეთესი მებრძოლი ნამდვილად არის", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, ალექსანდრე მერაბის მსგავსად სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში იბრძვის. MMA-ში 28 წლის მებრძოლის ანგარიშზე 8 გამარჯვება
და 1 მარცხია. ალექსანდრეს დებიუტი UFC-ში 9 თებერვალს შედგება.

alt" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

altბრძოლა ჩანიშნულია - ცნობილია როდის შედგება UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი

alt"თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს და საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს" - რა უპასუხა ილიამ კრიშტიანოს ამ განცხადებას?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან სუფთა ადამიანი ხარ მერაბ,რაც ძალიან იშვიათია ამ სპორტში!!
სოსო
13:40 22-01-2025
3
საოცრად კეთილი ადამიანი ხარ მერაბ,შენ ყოველთვის ესწრები თოფურიას ბრძოლებს,ის კი თავს შენგან შორს იჭერს!!კაცი ხარ მერაბ!!!!
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული