![](https://sportall.ge/pictures/image5/e1bbac754231e10e133877d8bca9e28c.png)
ამის შესახებ ბრაზილიელმა The Fight Bananas Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მერაბთან ბრძოლა და მეორე საჩემპიონო ქამრის მოპოვება ნამდვილად მსურს. თუ შანსს მომცემენ, ეს ძალიან კარგი იქნება. სიმართლე გითხრათ, ეს იდეა ხალხმა გააჟღერა და ამ ამბავს მეც მოუთმენლად ველოდები.
ჩემი აზრით, მერაბთან თანაბარი შანსი მექნება, თავდაპირველად ო'მალისთან ჩხუბი მინდოდა, რადგან მან ჩემზე რაღაც ცუდი თქვა, ახლა კი მერაბის ვარიანტს განვიხილავ.
ვფიქრობ, რომ დვალიშვილთან ფავორიტი ვიქნები, კარგი გრემპლერი ვარ, ჩემი ჯიუ-ჯიცუთი უკმაყოფილო არ ვარ. ვიცი პარტერში როგორ ვიმოძრაო და ამ მხრივაც პრობლემები არ მექნება. ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში ჩავნიშნოთ და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს. ამას UFC-ის აუცილებლად ვთხოვ", - განაცხადა პანტოჟამ.
შეგახსენებთ, MMA-ის კარიერაში პანტოჟას 34 ბრძოლიდან 29 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველის ანგარიშზე 19 გამარჯვება და 4 მარცხია.
" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება
"არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი" - მერაბ დვალიშვილი
და მერაბს რაში აინტერესებს ეს ბრძოლა ? :D