დვალიშვილმა სასურველი მეტოქეები და მომდევნო ბრძოლის სავარაუდო თარიღი დაასახელა

AutoSharing Option
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Southern Cross Combat-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

დვალიშვილის თქმით, მას მომდევნო ბრძოლის გამართვა შონ ო'მალისთან ან პიოტრ იანთან სურს.

"ო'მალისთან ან იანთან რემატჩი მსურს. ვფიქრობ, UFC-ის ორგანიზატორებიც იმავე აზრზე არიან. ჩემი შემდეგი ბრძოლა აპრილში ან ივნისში იქნება. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ. კონტრაქტს ველოდები", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ’ომალის დამარცხებისთვის მიიღო, ხოლო საჩემპიონო ქამარი 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით შეინარჩუნა.

alt"ილიას

მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი

alt"მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს" - UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია

altდვალიშვილის კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

მკითხველის კომენტარები / 3 /
ილიამ უნდა მახაჩევი სცემოს და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდეს, და მერაბი უნდა წავიდეს ქვემსუბუქში, ცემოს ვოლკანოვსკი და ჰელუეი და იქ აიღოს ქამარი. თავისი წონები ორივემ მოსპო უკვე. ორივე ორმაგი ჩემპიონი უნდა გახდეს.
იხვი
02:28 16-02-2025
1
იანი-ომალის ბრძოლა იქნება საინტერესო ძალიან. კლოუნი არ იმსახურებს პირდაპირ რემატჩს, თან იანთან ძალიან სადავო ბრძოლა მოიგო 3 წლის უკან და კარგი იქნება მათ შორის გამარჯვებული შეხვდეს მერაბს. მანამდე მერაბმა ფიგუერედოსთან რომ გაივარჯიშოს არ იქნებოდა ურიგო. მგონი თავადვე სურდა მასთან შეხვედრა.
ალექს
13:51 15-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული