
დვალიშვილის თქმით, მას მომდევნო ბრძოლის გამართვა შონ ო'მალისთან ან პიოტრ იანთან სურს.
"ო'მალისთან ან იანთან რემატჩი მსურს. ვფიქრობ, UFC-ის ორგანიზატორებიც იმავე აზრზე არიან. ჩემი შემდეგი ბრძოლა აპრილში ან ივნისში იქნება. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ. კონტრაქტს ველოდები", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ’ომალის დამარცხებისთვის მიიღო, ხოლო საჩემპიონო ქამარი 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით შეინარჩუნა.
"ილიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი