ოფიციალურად: ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა

AutoSharing Option
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა დაადასტურა.

"თოფურია გრძნობს, რომ მან ყველაფერი გააკეთა ამ დივიზიაში. მან დატოვა მისი მემკვიდრეობა. მის სხეულს აღარ შეუძლია წონის კლება, ამიტომ თოფურია მსუბუქ წონაში გადაიწევს, მისი ტიტული კი ვაკანტური გახდება", - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონობა მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, დიდი ალბათობით, "მატადორის" მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება.

alt"მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა

მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

alt"ჩემთან ბრძოლა უნდა დაიმსახუროს" - მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა

alt"ილიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი
 

მკითხველის კომენტარები / 20 /
სწორი მიდგომით და ნაყოფიერი მოსამზადებელი კემპით, ილიას ძალუძს, ისლამის დამარცხება! უდიდესი წარმატებები ილიას და ყველა ქართველ მებრძოლს მომავალში...
ვახო...
16:51 20-02-2025
1
ილია ქამარს არ დათმობდა ისე თუ სატიტულო ჩხუბს არ შეპირდებოდნენ. ბევრჯერ თქვა ინტერვიუში, თუ იუეფსის უნდა დავიცავ ისევ ტიტულს, თუ მეტყვიან ავალო. ქამარზე ჩხუბი არა მარტო პრესტიჟულია, სულ სხვა საპრიზო თანხებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა თავად ისლამსაც აღარ ჰყავდა რეალური კონკურენტი რაც არმანმა თქვა უარი ბრძოლაზე. ამას წინათ გამოაცხადა დანა უაითმა, ისლამს მაგარ ბრძოლას ვუმზადებთო. ეგ არის ილიასთან ბრძოლა
ისლამია შემდეგი მეტოქე
12:33 20-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული