
როგორც მან აღნიშნა, დვალიშვილსა და შონ ომალის სურვილია, რომ მათ შორის განმეორებითი დაპირისპირება შედგეს.
"მათ სურთ ერთმანეთთან ჩხუბი. ვფიქრობ, გულშემატკივრებს სურთ, რომ ისინიც შეხვდნენ განმეორებით მატჩში", - ციტირებს უაითს UFC-ის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ მებრძოლთა პირველი შეხვედრა 2024 წლის სექტემბერში UFC 306-ის ტურნირზე გაიმართა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც სატიტულო ქამარი პირველად ირგუნა.