
"ვიცოდი, რომ უმარს დავამარცხებდი. ჩხუბით ვისიამოვნე და ადამიანებს, რომლებიც სომხეთიდან მგულშემატკივრობდნენ, მინდა მადლობა გადავუხადო. ლოს-ანჯელესშიც დარბაზში ბევრი სომეხი იყო და მათგან მხარდაჭერას ვგრძნობდი.
იმ საღამოს გამარჯვება ქართველებსა და სომხებს უნდა გვეზეიმა, მე და არმანს გამარჯვებების შემდეგ შალახო ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ მოულოდნელი რაღაც მოხდა", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი 18 იანვარს UFC 311-ზე დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა, ამავე ღონისძიებაზე ცარუკიანი მახაჩევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა სომეხი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბრძოლას ჩაეხსნა.
დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მორიგი შესაძლო მეტოქე დაასახელა
"ილიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი