
რიოს ოლიმპიადის მონაწილემ და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორმა ნადირაძემ დისტანცია 39.986 წმ-ში დაფარა და 0.335-ით აჯობა მეორეადგილოსანს.
ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (კანოე, კაიაკი) საქართველოს სახელით ასევე იასპარეზებენ მარიამ ქერდიკაშვილი და ნატო ჩხუტიაშვილი. ქერდიკაშვილი ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე და ჩხუტიაშვილთან ერთად 500 მეტრზე ორადგილიანი კანოეთი გამოვა.