15:09 26-08-2017
ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე კანოედან წყალში გადავარდა [VIDEO]
AutoSharing Option
რბოლის ეშხში შესულმა ქართველ ნიჩნბოსანმა ზედ ფინიშის ხაზთან თავი ვერ შეიმაგრა და კანოედან წყალში გადაეშვა. მასთან მალევე გაჩნდა დამხმარე პერსონალი ნავით და წყლიდან ამოსვლაში დახმარება გაუწია. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას ზაზა ნადირაძის შედეგზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია - მცხეთელი სპორტსმენი ფინიშზე მეორე იყო.
26 აგვისტოს, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო, გამარჯვებული კი ბელორუსი არტსიომ კოზირი გახდა (38,161).
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული