ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უნგრეთში, შეგედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაზე C1 200 მეტრზე სპრინტში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალიც მიიღო.
ზაზას 200 მეტრის დასაფარად 40.24 წამი დასჭირდა. პირველ ადგილზე ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუსტასი გავიდა 39.36 წამით, ხოლო მეორე ადგილი ბელორუსმა არტსემ კოზირმა დაიკავა 40.08 წამით.
მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე ეტაპი იმართება და მსოფლიო ჩემპიონი საერთო ჩათვლით გამოვლინდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ მომავალში მსოფლიო ჩემპიონატის რომელ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას ზაზა ნადირაძე.