ყოფილი სპორტსმენები პარლამენტში, რომლებიც პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან

AutoSharing Option
ირაკლი აბუსერიძე, ლევან კობიაშვილი და ზაზა კედელაშვილი - ეს იმ პარლამენტარების ჩამონათვალია, რომლებიც 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით აღებულ პერიოდში, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულან.

ვებგვერდმა netgazeti.ge-მ მოამზადა სტატია პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ დროში ერთხელაც არ გამოსულან სიტყვით.

ჩვენი დაინტერესება გამოიწვია პარლამენტარების იმ ჩამონათვალმა, რომლებიც ახლო წარსულში სპორტში მოღვაწეობდნენ და შემდეგ კარიერა პოლიტიკაში გააგრძელეს.

პირველი ჩამოთვლილთაგან უმრავლესობის წევრი ირაკლი აბუსერიძეა, რომელმაც სარაგბო კარიერა 2013 წელს დაასრულა. 2013-დან 2016 წლამდე რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორად
მუშაობდა, ხოლო 2014-დან 2016 წლამდე თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

netgazeti.ge-ს ინფორმაციით, აბუსერიძე პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით არც ერთხელ გამოსულა და არც კანონპროექტი წარუდგენია.

მსგავსი სტატისტიკა აქვს პარალმენტში ყოფილ ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს, რომელიც პარლამენტარობასთან (უმრავლესობის წევრი) ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს.

ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა, მას შემდეგ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და 2015 წლიდან სფფ-ის პრეზიდენტია.

კობიაშვილმა პოლიტიკური კარიერა 2016 წლიდან დაიწყო და საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგა. კობიაშვილი, ისევე, როგორც აბუსერიძე, სიტყვით ერთხელაც არ გამოსულა და არც კანონპროექტი წარუდგენია.

აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უარყოფითი შეფასება გამოიწვია, რადგან ქართული ფებბურთის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა ახალი პრეზიდენტის მაქსიმალურად ჩართვას ითხოვდა.

- "ვრჩები სფფ-ს პრეზიდენტად და იგივე ტემპით ვაგრძელებ პროექტების განხორციელებას"

ქომაგების ნაწილის აზრით, კობიაშვილის ორივე პოსტზე მუშაობა არაეფექტური იქნებოდა.

მესამე პარლამენტარი, რომელიც წინა ორის მსგავსად, სიტყვით არც ერთხელ გამოსულა, ზაზა კედელაშვილია (უმცირესობის წევრი) და კანონპროექტების გრაფაშიც ნული უწერია.

კედელაშვილი ყოფილი ძიუდოისტია და ევროპის სამგზის ჩემპიონია (2006, 2007, 2008), ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

ზაზა კედელაშვილი ორი მოწვევის პარლამენტის წევრია.

- ვინ თქვა, სპორტი და პოლიტიკა შორს არიანო?
მკითხველის კომენტარები / 5 /
არადა ყველაზე დიდ პატივს კობის ვცემდი....მაგრამ მოვიდა თუ არა ეგრევე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ცხადაძესტან დაკავშირებით და მერე ხომ საერთოდ ....რაუნდა პარლამენტში სპორცმენს ან კალაძეს ან კობის ან აბუსერიძეს....ვაღიაროთ რომ ბანძი ქვეყანავართ უტვინო გაუნათლებელი და შეუგნებელი....რაც ხალხია ისაა მთავრობაც სამწუხაროდ ამიტომ არუნდა დაწყდეს გული არავის არაფერზე
avto
21:36 13-07-2017
0
და აბა რა ხე უნდათ პარლამენტში, ხალხის სიყვარული არ უნდოდათ და ისმინონ ეხლა გინება, კობის ორმაგი გინება, ის ხომ ფედერაციის პრეზიდენტიცაა
llcl
18:26 13-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული