ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენია ისევ სერენა უილიამსია

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში 27 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, არადა, ფეხმძიმობის გამო კარიერა გაზაფხულზე შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ პირველად 2005 წლის შემდეგ, ამ რეიტინგში რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ეს სპორტსმენი 15 თვე იყო დისკვალიფიცირებული და აქტიური სპორტული კარიერა აპრილში განაახლა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების TOP10 ასე გამოიყურება:
  1. სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი) - 27 მლნ
  2. ანჟელიკ კერბერი (გერმანია, ჩოგბურთი) - 12.6 მლნ
  3. დანიკა
    პატრიკი (აშშ, ავტოსპორტი) - 12,2 მლნ
  4. რონდა როუზი (აშშ, შერეული ორთაბრძოლები) - 11 მლნ
  5. ვინუს უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი) - 10,5 მლნ
  6. გარბინ მუგურუსა (ესპანეთი, ჩოგბურთი) - 7,7 მლნ
  7. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, ჩოგბურთი) - 7,5 მლნ
  8. აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი, ჩოგბურთი) - 7,3 მლნ
  9. ეჟენი ბუშარი (კანადა, ჩოგბურთი) - 7,1 მლნ
  10. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი, ჩოგბურთი) - 6,2 მლნ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული